მაიკლ ჯექსონის ძმისშვილი ჯაფარ ჯექსონი მომღერალს ბიოგრაფიულ ფილმში განასახიერებს

ამის შესახებ რეჟისორმა ანტუან ფუკომ ინსტაგრამზე დაწერა.
მაიკლ ჯექსონი - 1988 წელი: ფოტო კევინ მაზური
მაიკლ ჯექსონი – 1988 წელი: ფოტო კევინ მაზური

მაიკლ ჯექსონის ძმისშვილი ჯაფარ ჯექსონი პოპის მეფის – მაიკლ ჯექსონის როლზე  დაინიშნა.  კომპანია Lionsgate-ის მომავალი ბიოგრაფიული ფილმი მაიკლ ჯექსონის ცხოვრების შესახებ მოგვიყვება, ფილმი ანტუან ფუკოს რეჟისორობით გამოვა. 

“სიამაყით ვაცხადებ @jaafarjackson-ს როგორც მაიკლს. ეს იქნება ფილმი ადამიანზე, რომელიც პოპის მეფე გახდა.” თქვა ანტუან ფუკომ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ფოტოს აღწერაში.

ფილმი მუსიკოსის ცხოვრებასა და კარიერის შესახებ მოგვითხრობს. ჯერჯერობით ინფორმაცია ფილმის გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით უცნობია.

“ჯაფარი ჩემს შვილს განასახიერებს, საოცარია იმის ყურება თუ როგორ აგრძელებს იგი ჯექსონის მემკვიდრეობას, როგორც მომღერალი და როგორც შემსრულებელი”. – თქვა მაიკლ ჯექსონის დედამ კეტრინ ჯექსონმა – The Hollywood Reporter-თან საუბარში.

მაიკლ ჯექსონი 2009 წლის 25 ივლისს ორმოცდაათი წლის ასაკში გარდაიცვალა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მერლინ მენსონს არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით სასამართლოში უჩივიან

შემდეგი სტატია

ედ შირანი სოციალურ მედიას დაუბრუნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი