აარონ კარტერის სახელი გრემის დაჯილდოების მემორიალურ ნაწილში გამოტოვებული იყო. ამის შესახებ ფანები ტვიტერზე წერენ.
მემორიალურ სეგმენტში წარმოდგენილი არიან წლის განმავლობაში გარდაცვლილი ადამიანები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებაში. წელს მათ შორის იყვნენ დევიდ ქროსბი, ლიზა მარი პრესლი, ნაომი ჯადი, ოლივია ნიუტონ-ჯონი, ენდი ფლეტჩერი. მუსიკალური კომპოზიციებით პატივი მიაგეს კრისტინ მაკვისა და Takeoff-ის ხსოვნასაც.
Რაც შეეხება კარტერს, მუსიკოსი ნახსენები იყო გრემის პროგრამაში, თუმცა შესამჩნევი იყო, რომ ტრანსლაციის დროს მისი სახელი გამოტოვეს.
„როგორ გამოტოვეთ აარონ კარტერი მემორიალური სეგმენტიდან??? Მას მილიონობით ალბომი აქვს გაყიდული. მისი ცხოვრება მუსიკა იყო. შეძრწუნებული ვარ,” – წერს ტვიტერის მომხმარებელი.
Really @RecordingAcad ??? HOW do you leave @aaroncarter out of the in memoriam??? He sold millions of albums, his life was music. I am stunned and saddened you didn’t include him. #GRAMMYs 🤬🤬 #Aaroncarter
— Melinda Bell (@MelindaWEG) February 6, 2023
„შენ მეტს იმსახურებდი. მეტ აღიარებას, სიყვარულსა და დროს.”
since @RecordingAcad didn’t, i will:
— calentine’s day 💌🌹🍫 (@caliiinoel) February 6, 2023
in memoriam of aaron carter – you deserved more. more recognition, love & time. thank you for the music that got me through my childhood, shaped me as a person & why i wanted to work in music. i forever love you. #aaroncarter #GRAMMYs 🕊️ pic.twitter.com/JOt45YujMG
„სამწუხაროა, რომ გრემიმ აარონ კარტერი დააიგნორა. აარონი საოცრად წარმატებული არტისტი იყო, რომელსაც ამისთვის მძიმე ხარკის გადახდა მოუწია. Მას რთული პერიოდი ჰქონდა და სხვებისგან განსხვავებით, ამის გამო სიკვდილამდე აბუჩად აიგდეს. ის კარგი ბავშვი იყო, როცა მე მასთან ვმუშაობდი,” – დაწერა ავტორმა და Popstar! Magazine-ის ყოფილმა რედაქტორმა მეთიუ რეტენმუნდმა.
Sad that the Grammys ignored Aaron Carter in its otherwise excellent In Memoriam. Aaron was an extremely successful artist who paid a heavy toll for it, had a hard time & unlike some with redemption arcs, was mocked until death. He was a nice kid when I worked with him. #Grammys pic.twitter.com/VAEyGTPZVF
— Matthew Rettenmund (@mattrett) February 6, 2023
აარონ კარტერი – მომღერალი და Backstreet Boys-ის ნიკ კარტერის ძმა – 2022 წლის ნოემბერში 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ორჯერ მოხვდა ბილბორდის „ცხელ ასეულში” და სამჯერ – ბილბორდის 200 ალბომის ჩარტში.
კარტერის გარდაცვალების მიზეზი ჯერ ისევ უცნობია.