ორშაბათს ინტერვიუში ჯულია ფოქსმა კანიე უესტის ანტისემიტურ გამონათქვამებზე და სიძულვილის ენის გამოყენებაზე ისაუბრა.
„გულწრფელად რომ თქვა ამ ყველაფრის გამო თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ, ცუდად ვგრძნობ მისი ოჯახის, შვილების გამო, ებრაელი ხალხის გამო. ჩემი ებრაელი მეგობრები შეშფოთებულნი არიან. ამ კუთხით ნამდვილად არასდროს შემიხედავს მისთვის“. – ამბობს ინტერვიუში ჯულია ფოქსი.
მას შემდეგ რაც 2022 წელს ჯულია ფოქსი რეპერს დაშორდა ჟურნალთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამჟამად მამაკაცებთან ურთიერთობა არ სურს.
ამ კვირას „ცილისწამების საწინააღმდეგო ლიგამ“ მოხსენება გამოაქვეყნა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კანიე უესტის ანტიებრაული განცხადებების გავრცელებას ეხება. „ოცდაათი ანტისემიტური ინციდენტი – ვანდალიზმის, მიზანმიმართული შევიწროების, პროპაგანდის გავრცელების და სხვადასხვა შინაარსის ფაქტებს მოიცავს.“ – ნათქვამია მოხსენებაში.
იანვარში ავსტრალიის ცილისწამების საწინააღმდეგო კომისიამ განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც რეპერი ავსტრალიელ არქიტექტორ ბიანკა ცენსორიზე დაქორწინდა კანიე უესტს ქვეყანაში შესვლა უნდა აეკრძალოს.