Lua-მ ახალი სინგლი წარადგინა

მალე Lua ახალ EP ალბომს გამოუშვებს, რომელიც სამ სინგლს გააერთიანებს. სწორედ ერთ-ერთი მათგანია Aquarium.
Lua

მუსიკოსმა Lua–მ ახალი ახალი სინგლი, სახელწოდებით Aquarium გამოუშვა. არტისტმა ეს კომპოზიცია სახლში ჩაწერა. აღსანიშნავია, რომ Aquarium-ის პროდიუსერი თავად Lua არის. ელექტრო გიტარის პარტირება მუსიკოს გიორგი ხვიტიას ეკუთვნის, ხოლო სინგლისათვის ვიზუალური ნამუშევარი ლისა ღლონტმა შექმნა. 

Lua, მუსიკოსი:

Aquarium ექვსი წლის წინ დავწერე, თებერვალში კი ჩავწერე. სიმღერის შინაარსზე არ ვსაუბრობ, რადგან ის ძალიან პერსონალურია. სინგლის არტვორქზე პატარა ასოებია გამოსახული – ეს ჩემი უახლოესი მეგობრის, ლისა ღლონტის ნამუშევარია. ეს ანბანი სწორედ ლისამ შექმნა და ერთგვარი საიდუმლო დამწერლობაა. ამ ანბანით სწორედ სიმღერის ისტორია წერია, თუმცა, მისი წაკითხვა არავის შეუძლია.“  

როგორც Billboard საქართველოსთან საუბრისას Lua აღნიშნავს, სიმღერის სახლში ჩაწერამ და არანჟირებაზე მუშაობამ დიდი შემოქმედებითი თავისუფლება მისცა.

აქამდე არ მქონდა საშუალება, რომ სახლში შესაბამისი სტუდიური გარემო მომეწყო და თავად მემუშავა სიმღერის ჩაწერაზე. როცა ეს შევძელი, აღმოვაჩინე, რომ საკმაოდ საინტერესო პროცესია – მეტი შემოქმედებითი თავისუფლება მომცა და პროცესიც უფრო ინსპირაციული გახდა. ამ დროს შენს მუსიკასთან მარტო ხარ, ყველა გამოწვევას თავად უმკლავდები და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესი აღმოჩნდა.“ – Lua.

მალე Lua ახალ EP ალბომს გამოუშვებს. Fuck – ასე ჰქვია დაანონსებულ EP-ის და ის სამ სინგლს აერთიანებს. სწორედ ერთ-ერთი მათგანია Aquarium. 

სამივე სინგლი საავტოროა. სიმღერები ჟღერადობით განსხვავდება, თუმცა ისინი ძალიან პერსონალური შინაარსის და ისტორიის მატარებელია.” – Lua. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სტენლი კლარკი საქართველოს ბექა გოჩიაშვილისთვის მადლობას უხდის

შემდეგი სტატია

MokuMoku Off The Record

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი