BTS-ის ჯეი-ჰოუპს კორონავირუსი დაუდასტურდა

j-hope
ფოტო: BigHit Music

ცნობილი სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის წევრ ჯეი-ჰოუპს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადება ჯგუფის ლეიბლმა BigHit Music პლატფორმა Weverse-ის საშუალებით გაავრცელა. 

“გვსურს, გაცნობოთ ჯეი-ჰოუპის COVID-19-ით ინფიცირების შესახებ. მას ყელი ასტკივდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში PCR ტესტი გაიკეთა. მუსიკოსი სამი დოზითაა ვაქცინირებული და ამჟამად ყელის გარდა არაფერი აწუხებს. ის თვითიზოლაციაშია და სახლში მკურნალობს. “ბითიესის” სხვა წევრებს ჯერჯერობით რაიმე სიმპტომი არ გამოვლენიათ. ჯეი-ჰოუპი სცენას აპრილში დაუბრუნდება. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ მას ხელს იმისთვის, რომ სწრაფად გამოჯანმრთელდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში ქალაქ ლას ვეგასში, 65,000 ადამიანის ტევადობის Allegiant Stadium-ზე “ბითიესის” ოთხი კონცერტია დაგეგმილი.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს “ბითიესი” ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. ბიჭები 2022 წლის გრემიზე დუეტის/ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Butter არიან წარდგენილი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შონ მენდესი

ნახეთ: შოუნ მენდესი Billboard-ის ფოტოსესიაში

შემდეგი სტატია

ნახეთ: სებასტიან იატრა და ჯონ ლეჯენდი სიმღერის Tacones Rojos რემიქსს ავრცელებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი

ჯესიკა სიმპსონი სიფხიზლის მერვე წელს აღნიშნავს

„8 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, გავაკეთე არჩევანი, შემეხედა სიმართლისთვის, მეღიარებინა და გამეშვა ჩემი ცხოვრების თვითდამანგრეველი ნაწილები, რომელთაც თავად ვირჩევდი,” - წერს მომღერალი.
მეტი