ნახეთ: სებასტიან იატრა და ჯონ ლეჯენდი სიმღერის Tacones Rojos რემიქსს ავრცელებენ

ფოტო: Erick Fernando Quezada

კოლუმბიელი მომღერალი, სებასტიან იატრა თავისი 2021 წლის კომპოზიციის Tacones Rojos რემიქს ვერსიას ავრცელებს, რომელშიც ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, ჯონ ლეჯენდი მონაწილეობს.

“როდესაც გაქვს სიმღერა, რომელიც ძალიან გიყვარს, გინდა, ისეთი გენიალურ არტისტს ჩააწერინო, როგორიც ჯონია, რომელიც ნამუშევარს არა მხოლოდ თარგმნის, არამედ არსსაც შეუნარჩუნებს”, – აღნიშნა იატრამ გამოცემა Billboard-თან ორენოვან კომპოზიციაზე საუბრისას.

“ჩემს ფანჯარაში სინათლეა, სახეზე ღიმილი. შენ მე ახალ სინათლეს მჩუქნი, ახალ დღეს. შენი სიყვარული ჯადოსნურია. მგონია, რომ ფრენა შემიძლია”, – ამ სიტყვებით ხსნის ჯონ ლეჯენდი ჩანაწერის ახალ ვერსიას.

“ჯონი წარმოუდგენლად ნიჭიერია და შეუზღუდავი მუსიკალური შესაძლებლობები აქვს. არტისტის ვოკალური დიაპაზონის გათვალისწინებით, ძალიან საინტერესოა ის, თუ როგორ ჟღერს მისი ხმა მსგავს კომპოზიციაში”, – ამბობს სებასტიან იატრა.

Tacones Rojos ეძღვნება ქალს, რომელიც მომნუსხველი და ლამაზია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წითელი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია. ჯონ ლეჯენდმა ინგლისურენოვანი ტექსტი დაწერა სიმღერისთვის, რომელიც იატრამ თავდაპირველად ხუან ხოსთან, ლოფთისთან, მანუელ ლარასა და პაბლოსთან ერთად შექმნა.

“ძალიან ლამაზი და მზიანი განწყობა მოაქვს. ის ახალ ადამიანთან შეხვედრის შესახებაა, რომელსაც სიყვარული, სინათლე და აღმაფრენა შემოაქვს შენს ცხოვრებაში. მიყვარს ეს ენერგია და ის, რომ ამ მშვენიერი ნამუშევრისთვის ერთობლივი ძალებით რაღაც ახლის დამატება შევძელით”, – განაცხადა ჯონ ლეჯენდმა კომპოზიციაზე საუბრისას.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

j-hope

BTS-ის ჯეი-ჰოუპს კორონავირუსი დაუდასტურდა

შემდეგი სტატია

ნახეთ: Lorde სიმღერის Secrets from a Girl ვიდეორგოლს ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი