ნახეთ: Machine Gun Kelly “ბილბორდის” ფოტოსესიაში

მეშინ გან ქელის ფოტოსესია კალიფორნიაში 1 მარტს შედგა. ფოტო: Vijat Mohindra

ცნობილი ამერიკელი რეპერი და პოპ პანკ შემსრულებელი Machine Gun Kelly ჟურნალ “ბილბორდის” 26 მარტის ნომრის სტუმარია. ინტერვიუსთან ერთად გამოცემის გვერდებზე მისი ფოტოსურათებიც დაიბეჭდება, რომლებზეც ვიჯატ მოჰინდრამ იმუშავა. ფოტოსესია კალიფორნიაში, ლოს ანჯელესის მახლობლად, Pink Palace-ში შედგა, რომელიც 1968 წელსაა აშენებული.

კოლსონ ბეიკერი, ფსევდონიმით Machine Gun Kelly, შტატ ოჰაიოს ქალაქ კლივლენდში მცხოვრები რეპერი. მომღერალი და მსახიობია. არტისტი ფართო საზოგადოებამ 2010 წელს გაიცნო, როდესაც საკუთარი სახსრებით მიქსტეიპი Lace Up გამოუშვა. ორი წლის შემდეგ გაყიდვაში ამავე სახელწოდების ალბომი ჩაეშვა, რომელმაც Billboard 200-ის ჩარტში მეოთხე ადგილი დაიმსახურა. ქელის მოღვაწეობის განმავლობაში 5 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. პირველი ოთხი ჰიპ ჰოპ ნამუშევარია, მეხუთე Tickets to My Downfall კი პოპ პანკი, რომელზეც ცნობილ დრამერ ტრევის ბარკერთან ერთად იმუშავა და Billboard 200-ში პირველი ადგილიც მოიპოვა.

არტისტის კარიერის ყველაზე გახმაურებული მომენტი ეპოქალურ კოლეგასთან, ემინემთან დაპირისპირებას უკავშირდება. ამ უკანასკნელმა თავის 2018 წლის ტრეკში Not Alike მეშინ გან ქელის საკუთარ შვილზე, ჰეილიზე საუბარი აუკრძალა. 2012 წელს ქელიმ გოგონას “ძალიან სექსუალური” (Hot as fu*k) უწოდა, რამაც, როგორც ჩანს, რეპერი გაანაწყენა. კოლსონი ემინემს დის-კომპოზიციით Rap Devil გამოეხმაურა, პასუხად კი ჰიტი Killshot მიიღო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: Young Thug და Gunna “ბილბორდის” ფოტოსესიაში

შემდეგი სტატია

ნახეთ: ჰარი სტაილზი ახალ ალბომს მაისში გამოუშვებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის ძვირფასეულობის გატაცების საქმეში ეჭვმიტანილი სასამართლოზე პასუხისმგებლობის აღებას გეგმავს

სასამართლო პროცესი 2016 წლის ძარცვას ეხება. განხილვა 28 აპრილს პარიზში დაიწყება.
მეტი

„ტიკტოკის” თქმით, ტრამპის განცხადების შემდეგ ის აშშ-ის მომხმარებლებისთვის სერვისების აღდგენას ცდილობს

„გუგლმა” და „ეფლმა”, ფედერალური აკრძალვის თანახმად, აპლიკაცია უკვე ამოიღეს ციფრული მარკეტებიდან.
მეტი
Ariana Grande on 'Sentimental Men Podcast. Courtesy Photo

არიანა გრანდეს თქმით, ფილმ Wicked-ში გლინდას როლის მოპოვებისთვის მხოლოდ სუპერვარსკვლავობა საკმარისი არ იყო

მომღერალი ემოციურად იხსენებს კრისტინ ჩენოვეთის სიტყვებს გლინდას როლის შესახებ
მეტი