TOMORROW X TOGETHER „იუნისეფის“ ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზეა ფოკუსირებული

„დახმარების თხოვნა არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ,“ – ამბობს SOOBIN ახალი ვიდეოში.
TOMORROW X TOGETHER Courtesy of BIGHIT MUSIC
TOMORROW X TOGETHER
Courtesy of BIGHIT MUSIC

TOMORROW X TOGETHER ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას აგრძელებს. 28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ K-pop ჯგუფი UNICEF-ის (გაეროს ბავშვთა ფონდი) კორეის კომიტეტის მიერ ახალი გლობალური კამპანიის ნაწილი გახდა.

კამპანია, სახელწოდებით TOGETHER FOR TOMORROW მსოფლიოს მასშტაბით ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობაზეა ფოკუსირებული.

კამპანიის ანონსთან ერთად გამოქვეყნებულ ვიდეოში HUENINGKAI, TAEHYUN, YEONJUN, BEOMGYU და SOOBIN ბავშვებთან ერთად სცენაზე იკრიბებიან, საუბრობენ და დროს სასიამოვნოდ ატარებენ, კლიპს კი კორეულ ენაზე ჯგუფის ლიდერი SOOBIN ახმოვანებს. 

„როგორ გრძნობთ თავს? ნაცვლად იმისა, რომ თქვენი შეცვლა ვცადოთ, ჩვენ უბრალოდ თქვენ გვერდით ვართ. მძიმე დღეები ყველას გვაქვს, ეს ჩვენც გამოგვივლია. დახმარების თხოვნა არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ. საკუთარ თავზე ზრუნვა და სხვებზე დაყრდნობა სიძლიერის ნიშანია. ერთად, ჩვენ შეგვიძლია უკეთესი ხვალინდელი დღისთვის ვიყოთ მზად“. – ამბობს SOOBIN. ვიდეოს დასასრულს, K-pop ჯგუფის წევრები და ბავშვები კამპანიის სახელს აჟღერებენ: Together for tomorrow.

TOMORROW X TOGETHER-მა, რომლის 13-მა ნამუშევარმა უკვე მოიპოვა ადგილი Billboard 200-ის ჩარტებში, ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის გლობალური კამპანია UNICEF-თან ერთად ოქტომბერში დაიწყო.

 „ჩვენი მუსიკალური მოგზაურობის დროს ვისწავლეთ, რომ ემოციების გამოხატვა სიძლიერის ნიშანია, ახლა კი, “იუნისეფთან” ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, გვსურს, შევქმნათ უსაფრთხო და ინკლუზიური გარემო, სადაც ახალგაზრდები თავისუფლად შეძლებენ საკუთარი ემოციების გამოხატვას.” – აღნიშნა მაშინ SOOBIN-მა სიტყვით გამოსვლისას. 

კამპანიის პრეზენტაციაზე ლეიბლმა BIGHIT MUSIC აიღო ვალდებულება, 1,4 მილიონი დოლარი გამოყოს ახალგაზრდული პროგრამების დასაფინანსებლად და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებული სტიგმის დასაძლევად.

ნახეთ TXT x UNICEF-ის ახალი ვიდეორგოლი კამპანიისთვის TOGETHER FOR TOMORROW:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Lizzo-მ ახალი ალბომი, სახელწოდებით BITCH დააანონსა

შემდეგი სტატია

რონი ვუდი, მიკ ჯაგერი და კიტ რიჩარდსი The Rolling Stones-ის წევრები სცენაზე No Filter Tour-ის ფარგლებში SoFi Stadium-ზე, 2021 წლის 14 ოქტომბერი, კალიფორნია. Christopher Polk/Variety

The Rolling Stones ახალ პროექტს, სახელწოდებით Foreign Tongues-ს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი