Muse უკრაინის დასახმარებლად კონცერტებს გამართავს

ფოტო: Muse

ცნობილი ინგლისური როკ ჯგუფი Muse უკრაინის მხარდასაჭერად კონცერტებს გამართავს. მათი მიზანი ომით მოცული ქვეყნის დასახმარებლად მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ფულადი სახსრების შეგროვება იქნება.

“პატივი გვაქვს, ჩავატაროთ ორი შოუ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებით უზრუნველყოფენ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად წარმომადგენლებს დიდ ბრიტანეთში და საზღვარგარეთ”, – ნათქვამია ბენდის განცხადებაში.

კოლექტივის კონცერტები 9 და 10 მაისს ლონდონში მდებარე დარბაზში Eventim Apollo არის დაგეგმილი, რომელიც 5000 ადამიანს იტევს. პირველი ღონისძიებიდან შემოსული თანხა ორგანიზაციას War Child გადაეცემა, რომელიც ომისგან დაზარალებულ ბავშვებსა და ახალგაზრდებს ეხმარება. მეორე საღამოდან მიღებული შემოსავალი კი Doctors Without Borders-ს გადაერიცხება, რომელიც საბრძოლო მოქმედებების ზონაში მყოფ ადამიანებს სამედიცინო დახმარებას უწევს.

Muse საქველმოქმედო შოუებით იმ არტისტების მზარდ სიას უერთდება, რომლებიც უკრაინის მოქალაქეებს უჭერენ მხარს. ახლახან კონცერტები გამართეს კანადურმა ინდი როკ ბენდმა Arcade Fire და ბრიტანულმა ნიუ ვეივ ჯგუფმა Duran Duran. 29 მარტს კი ბირმინგემში ღონისძიების Concert for Ukraine ფარგლებში დაგეგმილია ედ შირანის, კამილა კაბეიოს, Snow Patrol-ისა და სხვების გამოსვლები.

ჯგუფმა Duran Duran უკრაინის მხარდასაჭერად კონცერტი გამართა

Muse ინგლისში, დევონის საგრაფოში 1994 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს მსოფლიო მასშტაბით 30 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. კოლექტივმა გრემის ჯილდოს მოპოვება ორჯერ მოახერხა. არტისტებს ამ დრომდე 8 სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოცემული. რიგით მეცხრე ნამუშევარს კოლექტივი 26 აგვისტოს გაავრცელებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაილი საირუსი პირველ ლაივ ალბომს Attention: Miley Live აანონსებს

შემდეგი სტატია

ბიონსემ და ტონი ბენეტმა ლედი გაგას დაბადების დღე მიულოცეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Imagine Dragons მთვარიდან სიმღერის ტრანსლირების სიურრეალისტურ გამოცდილებაზე საუბრობს

ამ კვირას ჯგუფისა და ლოს-ანჯელესის კინოორკესტრის ერთობლივ კონცერტზე გადაღებული დოკუმენტური ფილმიც გამოვა.
მეტი

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი
წერილი

ქართულ ანდერგრაუნდ ბენდს „წერილი“ დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა და წელს ახალი ალბომის გამოცემას გეგმავს 

ბენდმა იანვარში ახალი სიმღერა სახელწოდებით „დარაჯი“ გამოაქვეყნა
მეტი

ფინალური შოუს წინ ოზი ოსბორნი აცხადებს, რომ სიარული აღარ შეუძლია

მძიმე მეტალის ჟანრის პიონერმა ოზი ოსბორნმა განაცხადა, რომ სიარული აღარ შეუძლია. მუსიკოსმა ეს განცხადება მაშინ გაავრცელა, როცა თავისი…
მეტი

ყველა შემთხვევა, როცა Nirvana კურტ კობეინის გარდაცვალების შემდეგ სცენაზე გაერთიანდა

ჯგუფის წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 30 იანვარს FireAid-ის საქველმოქმედო საღამოზე წარდგნენ.
მეტი