ქარდი ბიმ ალბომით Invasion of Privacy კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა

პოპულარულმა ამერიკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქარდი ბიმ სადებიუტო ალბომის Invasion of Privacy დამსახურებით კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა. ამერიკის ხმის ჩამწერი კომპანიების ასოციაციის (RIAA) ინფორმაციით, სტუდიურ ნამუშევარში შესული ცამეტივე კომპოზიცია მინიმუმ ერთხელ გახდა პლატინის სტატუსის მფლობელი. ქარდი პირველი ქალი რეპერია, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია.

Invasion of Privacy შემსრულებელმა 2018 წელს ლეიბლზე Atlantic Records გამოსცა. ნამუშევარმა გრემის ჯილდო, სამმაგი პლატინის სტატუსი, Billboard 200-ში კი პირველი ადგილი დაიმსახურა. ქარდიმ გააუმჯობესა ბიონსეს რეკორდიც. ჩანაწერში შემავალი ყველა კომპოზიცია ერთდროულად მოხვდა ბილბორდის ცხელ ასეულში. ჟურნალმა ის ასევე 2010-იან წლებში ქალი რეპერის ყველაზე გაყიდვად ალბომად დაასახელა.

2021 წლის აპრილში ქარდიმ ალბომის სამი წლის იუბილესთან დაკავშირებით ტვიტერზე დაწერა:

“მადლობა ყველას, ვინც დღეს ნამუშევრის მიმართ სიყვარული გამოხატეთ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დაბადების დღე მაქვს. როდესაც ჩანაწერს ვუსმენ, ჩემში, როგორც ტკბილი, ასევე, მწარე მოგონებები იღვიძებს. ბევრი სირთულის გადალახვა მომიხდა მასზე მუშაობისას, თუმცა, შესანიშნავი და წარმატებული შედეგი მივიღე. მიყვარხართ სამუდამოდ”.

ნიუ იორკელმა ბელქალის ალმანზარმა, ფსევდონიმით Cardi B, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. 2017 წელს მან ჰიტი Bodack Yellow გამოუშვა, რომელმაც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში ზედიზედ სამი კვირა დაჰყო. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის წამყვან პოზიციაზე გავიდა. სინგლი ბრილიანტის სტატუსის მფლობელიც გახდა, რამაც ქარდი ამ მიღწევის მქონე პირველ ქალ რეპერად აქცია. 2019 წელს მუსიკოსის სამმაგი პლატინის მფლობელმა სადებიუტო ჩანაწერმა Invasion Of Privacy გრემის დაჯილდოებაზე “წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის” კატეგორიაში გაიმარჯვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალმა სოლო არტისტმა აღნიშნული ნომინაცია მოიგო.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რემი მა: Doja Cat რეპერი არ არის

შემდეგი სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონმა ბილი აილიშისა და ქალიდის ჰიტი Lovely შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი

2020 წლის არჩევნების გამო, კანიე უესტის კარდაშიანების ოჯახთან კონფლიქტის სცენა, პროდიუსერის თქმით, Keeping Up with the Kardashians-ის ბოლო სეზონიდან ამოიღეს

ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინება 2021 წლის თებერვალში მოითხოვა.
მეტი

Tbilisi Hip Hop Fest-ის გზავნილი: „ჰიპ-ჰოპს წესდება არ აქვს, კოდექსი აქვს“

ფესტივალი აუდიტორიას საკუთარ გაიდლაინს სთავაზობს, რომელიც მუსიკასთან ერთად პატივისცემას, ავთენტურობას, თანასწორობასა და ერთობას მოიცავს.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი