ნახეთ: კელი კლარკსონმა ბილი აილიშისა და ქალიდის ჰიტი Lovely შეასრულა

ფოტო: NBC/Getty Images
ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა, სამი გრემის მფლობელმა კელი კლარკსონმა საავტორო გადაცემის The Kelly Clarkson Show მუსიკალურ ნაწილში Kellyoke ფორტეპიანოსა და ვიოლინოს თანხლებით ბილი აილიშისა და ქალიდის 2018 წლის ჰიტი Lovely შეასრულა. 
სატელევიზიო შოუს 13 Reasons Why მეორე სეზონის საუნდტრეკმა ბილბორდის ცხელ ასეულში 22 კვირა გაატარა. კომპოზიციაზე გადაღებულმა ვიდეორგოლმა კი იუთუბზე 1,5 მილიარდ ნახვას გადააჭარბა.

კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. ამავე წელს გამოსული მისი კომპოზიცია A Moment Like This ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა და წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლის სტატუსი დაიმსახურა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქარდი ბიმ ალბომით Invasion of Privacy კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა

შემდეგი სტატია

ჰარი სტაილზი ახალ სინგლს As It Was აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი