ბრიტნი სპირსი: სელენა გომესმა ახალი ტატუს გაკეთება შთამაგონა

ფოტო: Michelangelo Di Battista/GI

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა ბრიტნი სპირსმა სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე კოლეგის, სელენა გომესის ფოტოსურათი გააზიარა, რომელშიც ეს უკანასკნელი ახალი სვირინგითაა აღბეჭდილი. 

“ტატუები დიდად არ მიყვარს, მაგრამ ღმერთო… რა ლამაზია. სელენამ კიდევ ერთი ნახატის გაკეთება შთამაგონა”, – აღნიშნავს ბრიტნი პოსტის აღწერის გრაფაში. სელენა კი კომენტარების ველში პასუხობს: “მიყვარხარ სამუდამოდ”.

სპირსს სხეულზე არაერთი ტატუ აქვს ამოსვირინგებული, რომლებიც ხშირად ჩანს მომღერლის მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ საცეკვაო ვიდეოებში.

სელენა გომესმა თავისი ახალი ტატუს შესახებ გადაცემაში Live With Kelly and Ryan სტუმრობისას ისაუბრა:

“მას სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. კარა დელევინი, რომელთანაც, მგონი, 16 წლიდან ვმეგობრობ, დღემდე ვარდის კოკორს მეძახის. უკვე მეტსახელად მექცა და ამიტომ ყოველთვის მსურდა ვარდის ამოსვირინგება. გავიკეთე კიდეც და ძალიან მომწონს”.

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსმა პირველი ორი კომერციულად წარმატებული ალბომით ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. შემსრულებლის ცხრა სტუდიური ჩანაწერიდან ექვსი Billboard 200-ის სათავეშია მოხვედრილი. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

მსახიობმა და მომღერალმა, სელენა გომესმა კი მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. სოლო მოღვაწეობის ფარგლებში მას სამი ალბომი Stars Dance, Revival და Rare აქვს გამოშვებული. თითოეული მათგანი Billboard 200-ის ჩარტში პირველ პოზიციაზე გავიდა. არტისტს ამ დრომდე, მსოფლიო მასშტაბით, 7 მილიონი ალბომი და 22 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული. აღსანიშნავია, რომ 2008-12 წლებში სელენა აგრეთვე ბენდში Selena Gomez & the Scene მღეროდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ჰარი სტაილზი ახალი ალბომიდან პირველ სინგლს As It Was ავრცელებს

შემდეგი სტატია

Glass Animals

მოუსმინეთ: Glass Animals-მა ლორდის Solar Power დააქავერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი

ჯესიკა სიმპსონი სიფხიზლის მერვე წელს აღნიშნავს

„8 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, გავაკეთე არჩევანი, შემეხედა სიმართლისთვის, მეღიარებინა და გამეშვა ჩემი ცხოვრების თვითდამანგრეველი ნაწილები, რომელთაც თავად ვირჩევდი,” - წერს მომღერალი.
მეტი