მოუსმინეთ: Glass Animals-მა ლორდის Solar Power დააქავერა

Glass Animals
ფოტო: Steven Dewall/Getty Images

ბრიტანული ინდი როკ ბენდი Glass Animals ცნობილი ახალზელანდიელი მუსიკოსის, ლორდის 2021 წლის კომპოზიციის Solar Power ქავერ ვერსიას ავრცელებს. ნამუშევარი სერიის Spotify Singles ფარგლებში ჩაიწერა. სიმღერა “გლას ენიმალსის” სინგლის I Don’t Wanna Talk (I Just Wanna Dance) ბი-საიდზეა წარმოდგენილი.

მუსიკალურმა პლატფორმამ Spotify თავის პროექტში მონაწილეობის მისაღებად წლევანდელ გრემიზე საუკეთესო ახალბედა არტისტის ნომინაციაში წარდგენილი შემსრულებლები მიიწვია, რომლებსაც წარსულში ამავე კატეგორიაში დასახელებული მუსიკოსების ნამუშევრების ალტერნატიული ვერსიების შექმნა სთხოვეს.

“Solar Power იმიტომ ავირჩიე, რომ მაშინ, როდესაც ყველა სახლებში ვიყავით გამოკეტილი, სიმღერამ თავი სანაპიროზე მაგრძნობინა. იმ დროს ეს ყველას გვჭირდებოდა. საოცარი კომპოზიციაა და თავში ისედაც მიტრიალებდა მისი შედარებით სწრაფი ვერსია, რომელშიც გუნდის მიერ შესრულებული გოსპელის ელემენტები იქნებოდა გამოყენებული”, – აღნიშნა ბენდის ფრონტმენმა, დეივ ბეილიმ გავრცელებულ პრესრელიზში.

“გლას ენიმალსის” გარდა, გრემიზე საუკეთესო ახალბედა არტისტის კატეგორიაში წარდგენილი არიან: Arooj Aftab, Jimmie Allen, Baby Keem, Finneas, Glass Animals, Japanese Breakfast, The Kid Laroi, Arlo Parks, Olivia Rodrigo და Saweetie.

მოუსმინეთ: Japanese Breakfast-მა Bon Iver-ის Skinny Love დააქავერა

Glass Animals ქალაქ ოქსფორდში 2010 წელს შეიქმნა. 2014 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Zaba გამოუშვა, ორი წლის შემდეგ კი რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი How to Be a Human Being გამოსცა. ბენდს ამ დრომდე სამი ნამუშევარი აქვს გამოქვეყნებული. მუსიკოსების ჰიტმა Heat Waves პლატფორმა Spotify-ზე მილიარდი ნახვა დააგროვა, აგრეთვე, ბილბორდის ცხელ ასეულში მოიპოვა პირველი ადგილი. “გლას ენიმალსის” შემოქმედება ფსიქოდელიურ პოპსა და არტ პოპს აერთიანებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრიტნი სპირსი: სელენა გომესმა ახალი ტატუს გაკეთება შთამაგონა

შემდეგი სტატია

ნახეთ: კამილა კაბეიო მომავალი ალბომის Familia ტრეკლისტს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Izmir - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე, ლოკაცია -Loco Park • ლოკო პარკი

Izmir – მუსიკა, რომელიც სიჩუმესა და ხმაურს შორის შინაგან მონოლოგს ჰყვება

„Izmir არის დასავლური ჟანრის მუსიკა აღმოსავლური ელემენტებით, რაღაც მხრივ ის შეიძლება აღვიქვათ, როგორც დასავლური და აღმოსავლური კულტურის შერწყმის გეოგრაფიული წერტილი.“
მეტი
The Cave - ფოტო: ნიკა ზუბაშვილი

The Cave  – ქართული ალტერნატიული სივრცის ახალი სახე და სინგლი Mrs Cherry, რომელიც 30 ნოემბერს გამოვა

“რაც შეეხება Mrs Cherry-ს, ამ სინგლამდე სარეპეტიციოში ჩატარებული მრავალი ექსპერიმენტის შედეგად მივედით."
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი

შერონ ოსბორნი აკრიტიკებს ყოფილი მენეჯერის გეგმას, გამოაქვეყნოს Black Sabbath-ის აქამდე უცნობი ჩანაწერები

„იცი, რომ როგორც ბენდი, Black Sabbath ასეთ რაღაცებს არ ეგუება,” - დაწერა შერონმა ინსტაგრამზე.
მეტი

ჯესიკა სიმპსონი სიფხიზლის მერვე წელს აღნიშნავს

„8 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, გავაკეთე არჩევანი, შემეხედა სიმართლისთვის, მეღიარებინა და გამეშვა ჩემი ცხოვრების თვითდამანგრეველი ნაწილები, რომელთაც თავად ვირჩევდი,” - წერს მომღერალი.
მეტი