ლედი გაგა: ჩემს მე-13 გრემიზე ისევე ვიტირე, როგორც პირველზე

ფოტო: Angela Weiss/GI

პოპვარსკვლავ ლედი გაგას ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის რიგით 64-ე დაჯილდოების ცერემონიაზე მეცამეტე გრემი გადაეცა. არტისტი მუსიკოს ტონი ბენეტთან ერთად ჩაწერილი მეორე კოლაბორაციული ალბომით Love for Sale ხუთ ნომინაციაზე იყო წარდგენილი. საბოლოოდ მათ ჯილდო საუკეთესო ტრადიციული პოპ ვოკალ ალბომის კატეგორიაში დაიმსახურეს.

2022 წლის გრემის დაჯილდოების გამარჯვებულები

ნახეთ: 2022 წლის გრემის წითელი ხალიჩა

“გუშინ მეცამეტე გრემი მოვიგე და ისევე ვტიროდი, როგორც პირველად ჩემი ჰიტის Just Dance გამარჯვებისას. ტონი და მე ძალიან მადლიერი ვართ ამ დაფასებისთვის. მეამაყება, რომ ვიყავი იმ მუსიკოსების ნაწილი, რომლებიც თავიანთი არტისტიზმის გამო დაჯილდოვდნენ. მიყვარხართ”, – დაწერა გაგამ ტვიტერზე.

ამასთან, მომღერალმა დაჯილდოების სცენაზე ერთობლივი ალბომიდან კომპოზიციები Love for Sale და Do I Love You შეასრულა, რომლებიც ტონი ბენეტს მიუძღვნა. აღსანიშნავია, რომ 95 წლის მუსიკოსმა კარიერა სტუდიური ჩანაწერის გამოშვებამდე ალცჰაიმერის დაავადების პროგრესირების გამო დაასრულა და ღონისძიებას არ დასწრებია.

13 გრემის მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა. მისი ხუთი სტუდიური ალბომი გამოსვლისთანავე Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოექცა. 2016 წელს მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. 2019 წელს კი ამერიკული მუსიკალური დრამის A Star Is Born საუნდტრეკმა Shallow გაგას ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მოუტანა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ფოტოები გრემის დაჯილდოებიდან

შემდეგი სტატია

ქანიე ვესთი ფესტივალ Coachella-ს ჰედლაინერი აღარ იქნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნახეთ, 2025 წლის Billboard Women in Music-ის შემსრულებულთა, წამყვანთა და საპატიო ჯილდოს მფლობელთა სრული სია

წამყვანებს შორის არიან ისეთი ქალი არტისტებიც, რომლებიც წინა წლის Women in Music ღონისძიებებზე დაჯილდოვდნენ.
მეტი

რამ აქცია 1995 წელი მადონას ვარსკვლავური კარიერის მომნუსხველი გარდაქმნის წლად

ამ კვირის „უდიდესი პოპვარსკვლავების” პოდკასტის Vintage Pop Stardom ეპიზოდი მადონას Bedtime Stories-ის ეპოქას ეძღვნება და განიხილავს, თუ რატომ არის ის რეზონანსული დღესაც, 30 წლის შემდეგ.
მეტი

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი
ჯო კოკერი, 1969 წლის 21 ნოემბერი. ჯეკ რობინსონი/ Hulton Archive/Getty Images

ჯო კოკერის ქვრივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ნომინაციასა და პოლ მაკარტნის მხარდამჭერ ღია წერილზე

„ჯო ყოველთვის ულოცავდა იმ ადამიანებს, ვინც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ხვდებოდნენ“ - ამბობს პემ კოკერი.
მეტი
კონან ო’ბრაიენი 97-ე ოსკარის დაჯილდოებაზე, Dolby Theatre-ის სცენაზე, 2025 წლის 2 მარტი, ჰოლივუდი, კალიფორნია. კევინ უინთერი/Getty Images

კონან ო’ბრაიენმა ოსკარებზე Drake-ის და კენდრიკ ლამარის დაპირისპირების შესახებ იხუმრა

ამ ციტატის შემდეგ ოსკარების წამყვანმა დაამატა: „არ ინერვიულოთ, ჩემი ადვოკატები ამისთვის მზად არიან!“
მეტი