მოუსმინეთ: ჯეკ ჰარლოუმ ახალი სინგლი First Class გამოუშვა

ფოტო: Peyton Fulford for Billboard

ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯეკ ჰარლოუ ახალ სინგლს First Class ავრცელებს, რომლის მისამღერშიც The Black Eyed Peas-ის ყოფილი ვოკალისტის, ფერგის სოლო ჰიტი Glamorous არის გამოყენებული. კომპოზიცია 24 წლის შემსრულებლის ალბომში Come Home the Kids Miss You შევა, რომელიც ლეიბლ Atlantic Records-თან თანამშრომლობით მიმდინარე წლის 6 მაისს ჩაეშვება გაყიდვაში. თაყვანისმცემლებმა სტუდიური ნამუშევრის პირველი სინგლი Nail Tech თებერვალში უკვე მოისმინეს. 

მიმდინარე წლის მარტში ჟურნალ Rolling Stone-თან ინტერვიუში ჯეკ ჰარლოუმ თავისი მომავალი ალბომის შესახებ ისაუბრა:

“ახალი ჩანაწერი ბევრად სერიოზული იქნება. ჩემი გზავნილია, კრიტიკოსებს გავაგებინო, რომ მე მიყვარს ჰიპ ჰოპი და ერთ-ერთი საუკეთესო ვარ ჩემი თაობიდან”.

ჯეკმა რეჩიტატივის კითხვა 12 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი მიქსტეიპი 2011 წელს გამოიცა. მას შემდეგ კენტუკელმა მუსიკოსმა რამდენიმე სტუდიური ნამუშევარი გამოაქვეყნა, თუმცა, ფართო საზოგადოების ყურადღება მან 2020 წლის კომპოზიციით Whats Poppin დაიმსახურა. ექვსმაგი პლატინის სტატუსის მფლობელი ტრეკის რემიქსი ჰარლოუს არაერთმა პოპულარულმა კოლეგამ ჩაწერა. 2020 წლის დეკემბერში რეპერმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი That’s What They All Say ჩაუშვა, რომელიც Billboard 200-ში მეორე პოზიციაზე გავიდა. ასევე, აღსანიშნავია 2021 წელს ლილ ნას იქსთან კოლაბორაციით შექმნილი სიმღერა Industry Baby, რომელიც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოხვდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: კამილა კაბეიომ მესამე ალბომი Familia გამოუშვა

შემდეგი სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონი ABBA-ს ჰიტს Dancing Queen ასრულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

50 Cent-ის თქმით, თანამედროვე რეპის შესაქმნელად მან თავისი „სულელური მხარე” უნდა გამოიყენოს

„ახლანდელ მუსიკას თუ გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ სისულელე უნდა გავაკეთო,” - პასუხობს რეპერი კითხვაზე, თუ რატომ აღარ ქმნის მუსიკას ისეთი სიხშირით, როგორც ადრე.
მეტი

A$AP Rocky 2024 წლის iHeartRadio Music Festival-ზე მონაწილეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ მიიღებს

„სამწუხაროდ ავად გავხდი და iHeartRadio Music Festival-ზე ვეღარ გამოვალ. ბოდიში ვუხდი ჩემს ფანებს და მადლობა iHeartRadio-ს, რომ ეს შესაძლებლობა მომცა,” - წერს რეპერი ინსტაგრამზე
მეტი

ქარდი ბი მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს პასუხობს: „სასამართლოში შევხვდებით”

„პრობლემა ის არის, რომ ადამიანებს ახლა თავის დაძვრენა სურთ, მაგრამ გააუთოვეთ თქვენი საუკეთესო კოსტიუმები, რადგან სასამართლოში შევხვდებით!!!!”
მეტი