ნახეთ: კელი კლარკსონი ABBA-ს ჰიტს Dancing Queen ასრულებს

ფოტო: We Are the Rhoads/Billboard

პოპვარსკვლავმა კელი კლარკსონმა ტელეკომპანია NBC-ს ეთერში, საავტორო გადაცემის The Kelly Clarkson Show მუსიკალურ ნაწილში Kellyoke ცნობილი შვედური კოლექტივის ABBA ჰიტი Dancing Queen იმღერა. არტისტს აკომპანემენტს სცენაზე ტრადიციულად თავისი ლაივ ბენდი Y’all უწევდა. 

ნახეთ: კელი კლარკსონი ჰიტს Dancing in the Street ასრულებს

1976 წელს რიგით მეოთხე ალბომში Arrival შესულმა კომპოზიციამ Dancing Queen შვედურ პოპ ჯგუფს საყოველთაო აღიარება მოუტანა. ის დღემდე “აბბას” ერთადერთი სიმღერაა, რომელიც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოხვდა. ნამუშევარი 2015 წელს გრემის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. ამავე წელს გამოსული მისი კომპოზიცია A Moment Like This ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა და წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლის სტატუსი დაიმსახურა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: ჯეკ ჰარლოუმ ახალი სინგლი First Class გამოუშვა

შემდეგი სტატია

აშანთის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი