აშანთის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

ფოტო: Rodin Eckernoth/GI

2000-იანი წლების პოპულარულ ამერიკელ არენბი შემსრულებელ Ashanti-ს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.

“სიურრეალისტურია. შოკირებული, გახარებული და მადლიერი ვარ. ეს ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა ჩემს კარიერაში და ფაქტი, რომ ვარსკვლავი აქ სამუდამოდ იქნება, ჩემთვის ბევრს ნიშნავს”, – უთხრა აშანთიმ ბილბორდს.

აღსანიშნავია, რომ მომღერლის სადებიუტო ალბომს Ashanti წელს 20 წელი შეუსრულდა. ნამუშევარი გამოსვლისთანავე Billboard 200-ში პირველ ადგილზე გავიდა და ჩარტში ჯამში 55 კვირა გაატარა. გრემის მფლობელმა შემსრულებელმა მას შემდეგ 18 კომპოზიცია გამოუშვა, რომლებიც ბილბორდის ცხელ ასეულში მოხვდა.

“არ ვარ ემოციური ადამიანი, ამიტომ გამიკვირდა, ცოტა რომ ვიტირე, უცნაურია. ბედნიერი ვარ, რომ ოჯახი, მეგობრები და ისეთი ადამიანები მყავს, რომლებიც მხარს მიჭერენ”, – აღნიშნა მუსიკოსმა, რომელსაც დიდი ხნის მეგობრები, მუსიკოსები ტიჩინა არნოლდი და ჯა რული ახლდნენ.

არნოლდისა და ჯა რულის გარდა, ვარსკვლავი გახსნის ცერემონიაზე მშობლები თინა და კენ-კაიდ ტომას დუგლასი, და ქენაშია დუგლასი და სხვები იმყოფებოდნენ. სამადლობელი სიტყვით გამოსვლისას არტისტმა თავისი წარმატების საფუძვლად სწორედ ოჯახი დაასახელა.

“ჯა ჩემი ძმაა, ჩვენ ერთად შევქმენით ისტორია. მის გარეშე ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა”, – თქვა მუსიკოსმა რეპერ ჯა რულთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ არტისტების 2001 წლის ჰიტი Always On Time ბილბორდის ცხელ ასეულში პირველ ადგილზე გავიდა და ჩარტში ჯამში 27 კვირა გაატარა.

აშანთი დუგლასი ამერიკელ მომღერალი და მსახიობია. მან პოპულარობა 2002 წელს მოიპოვა, როდესაც ფეთ ჯოს კომპოზიციაში What’s Luv? და ჯა რულის ტრეკში Always on Time მიიღო მონაწილეობა. ამასთან, ის პირველი ქალი არტისტი გახდა, რომელმაც ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი ორი პოზიცია ერთდროულად დაიკავა. სადებიუტო ალბომმა Ashanti მუსიკოსს Billboard 200-ის ლიდერი პოზიცია და საუკეთესო თანამედროვე არენბი ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდო მოუტანა. ნამუშევრის სინგლმა Foolish კრიტიკოსების მოწონება და ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი ადგილი დაიმსახურა. აშანთის დისკოგრაფია 6 სტუდიურ ალბომს ითვლის. მას მოღვაწეობის განმავლობაში 27 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონი ABBA-ს ჰიტს Dancing Queen ასრულებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: ტრევის ბარკერი Billboard-ის ფოტოსესიაში

შეიძლება დაგაინტერესოთ

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 3 – რიანა

მას შემდეგ, რაც თინეიჯერობის ასაკში ბარბადოსიდან აშშ-ში ჩავიდა, რიანამ სწრაფად შეძლო თავის დამკვიდრება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ჰიტმეიკერი, მომხიბლაობის სიმბოლო და ნოვატორი ფიგურა თანამედროვე პოპისტორიაში.
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 4 – დრეიკი

დრეიკი, რომელიც 2000-იან წლებში არც ისე დამაჯერებელი მემკვიდრეობიდან გამოჩნდა, რათა 2010-იანების უდიდესი რეპერი გამხდარიყო, საბოლოოდ ეპოქის უდიდეს პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი

გაიცანით Lisa-ს სამყარო

Blackpink-ის სხვა წევრების მსგავსად, Lisa-ს თავისი სუპერძალა აქვს და ახლა მას არა მხოლოდ სოლო კარიერის, არამედ წარმატების ახალი მოდელის შესაქმნელად იყენებს.
მეტი

All I Want for Christmas-ის საავტორო უფლებების საქმეს მოსამართლე, სავარაუდოდ, მერაია კერის სასარგებლოდ გადაწყვეტს

სარჩელში მისისიპელი არტისტი ვინს ვენსი ამტკიცებს, რომ კერის მთავარი საშობაო სიმღერა მისი 1989 წლის იმავე სახელწოდების კომპოზიციის საავტორო უფლებებს არღვევს.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 10 – ადელი

ადელი 2010-იანი წლების ყველაზე დიდი კომერციული ძალა იყო, რომელმაც დაამსხვრია ის მოლოდინები, რაც იმ ეპოქის პოპვარსკვლავებისგან გვქონდა.
მეტი