ნახეთ: კამილა კაბეიომ SNL-ში Psychofreak და Bam Bam იმღერა

ფოტო: Camila Cabello/Twitter

კუბური წარმოშობის მომღერალი, კამილა კაბეიო თავისი ახალი ალბომის Familia პრომოუშენის ფარგლებში სატელევიზიო გადაცემას Saturday Night Live ესტუმრა. შოუს ეპიზოდში, რომელსაც ამერიკელი მსახიობი, ჯეიკ გილენჰაალი გაუძღვა, 25 წლის მუსიკოსმა ედ შირანთან ერთად ჩაწერილი სიმღერა Bam Bam მარტომ შეასრულა.

მოუსმინეთ: კამილა კაბეიომ მესამე ალბომი Familia გამოუშვა

ამის შემდეგ კამილას სცენაზე მუსიკოსი, უილოუ სმიტი შეუერთდა, რომელთან ერთადაც კოლაბორაციული კომპოზიცია Psychofreak იმღერა. 

“ძალიან მაგარი დრო გავატარე. უილოუ, მიყვარხარ”, – დაწერა კაბეიომ ტვიტერზე გამოსვლის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ SNL-ში კამილას დებიუტი 2019 წელს შედგა.

მომღერალმა მესამე ალბომი Familia გასულ პარასკევს გამოუშვა. მისი წინა, 2019 წლის ალბომი Romance გამოსვლისთანავე Billboard 200-ში მესამე ადგილზე გავიდა და ჩარტში ჯამში 41 კვირა დაჰყო. 

კამილამ მუსიკალური კარიერა 2012 წელს ამერიკული “იქს ფაქტორის” მონაწილეებისგან შემდგარ ჯგუფში Fifty Harmony დაიწყო. სადებიუტო, პლატინის სტატუსის მქონე სოლო ალბომი Camila მან 2018 წელს გამოუშვა და Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილიც დაიკავა. შემსრულებლისთვის კომერციულად წარმატებული სინგლები Havana და Senorita გამოდგა, რომლებიც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცნენ. პირველმა ბრილიანტის სტატუსიც დაიმსახურა. შედეგად კაბეიო პირველი ესპანურენოვანი ქალი შემსრულებელი გახდა, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ტრევის ბარკერი Billboard-ის ფოტოსესიაში

შემდეგი სტატია

ნახეთ: ჯეკ ჰარლოუ Kids’ Choice Awards-ზე პერფორმანსით წარდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი