ბრიტნი სპირსი მესამე შვილს ელოდება

ფოტო: Vivien Killilea/Getty Images

ცნობილი ამერიკელი პოპ შემსრულებელი, ბრიტნი სპირსი მესამე შვილს ელოდება. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე გაავრცელა.

“მაუის კუნძულზე გასამგზავრებლად წონაში იმიტომ დავიკელი, რომ შემდეგ ისევ მომემატებინა. ვფიქრობდი, რა დაემართა ჩემს მუცელს. ქმარმა მითხრა, სულელო, საჭმლით ხარ ორსულადო. ტესტი გავიკეთე და აღმოჩნდა, რომ ბავშვს ველოდები. 4 დღის შემდეგ კიდევ უფრო გამეზარდა მუცელი. ორნი თუ არიან, შეიძლება, უბრალოდ, დავკარგო ისინი. გარეთ გასვლას არ ვაპირებ, რადგან პაპარაცები ფულის გამო რას არ იზამენ. რთულია, რადგანაც, ორსულობის პერიოდში პერინატალური დეპრესია მქონდა. აბსოლუტური საშინელება იყო. ქალები მაშინ ამაზე ღიად საუბარს ერიდებოდნენ, რადგანაც ზოგი ფიქრობდა, რომ საშიშია, თუ ორსული ამაზე დაიჩივლებდა. დღეს მსგავს თემებზე უკვე თავისუფლად ლაპარაკობენ. მადლობა ღმერთს, რომ განცდილი ტკივილის ჩვენში ჩაკვლა აღარ გვიწევს. ამჟამად, ყოველდღიურად იოგით ვარ დაკავებული. გავცემ ბევრ სიხარულსა და სიყვარულს”, – დაწერა ბრიტნიმ ინსტაგრამზე.

სპირსს ყოფილი ქმრისგან, კევინ ფედერლაინისგან ორი ვაჟი, 16 წლის შონი და 15 წლის ჯეიდენი ჰყავს. მუსიკოსი ამჟამინდელ პარტნიორ სემ ასგარის 2016 წლიდან ხვდება, ისინი გასულ წელს დაინიშნენ.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ივნისში, მანამ ბრიტნის 13-წლიანი მეურვეობა მოეხსნებოდა, არტისტმა სასამართლო სხდომაზე გაამხილა, რომ შეზღუდვების ფარგლებში მას დაორსულება ეკრძალებოდა.

“მინდა, დავქორწინდე და შვილი შემეძინოს. მეურვეობის ფარგლებში დაორსულება არ შემიძლია. ამიტომაც გინეკოლოგიური სპირალის გამოყენება დამჭირდა. მსურს, რომ ის ამოვიღო და კიდევ ერთი შვილი გავაჩინო”, – მიმართა სპირსმა მაშინ მოსამართლე ბრენდა პენის.
ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსმა პირველი ორი კომერციულად წარმატებული ალბომით ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. შემსრულებლის ცხრა სტუდიური ჩანაწერიდან ექვსი Billboard 200-ის სათავეშია მოხვედრილი. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: კალიფორნიაში ტრევის სკოტის ალბომის Utopia ბილბორდები გამოჩნდა

შემდეგი სტატია

გიტარა, რომელზეც კურტ კობეინი Smells Like Teen Spirit-ში უკრავს, აუქციონზე გაიყიდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 15 – მაილი საირუსი

მისი დებიუტი სატელევიზიო შოუს მთავარი პერსონაჟის, ჰანა მონტანას როლში შედგა. შემდეგ კი მსოფლიოს საკულტო პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი
Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი