ცნობილ ამერიკელ არტისტსა და პროდიუსერს, მაიამელ DJ Khaled-ს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. ცერემონიას არაერთი მუსიკოსი დაესწრო, მათ შორის Jay-Z, Diddy, Fat Joe და ტიანა ტეილორი.
დიდიმ კი არტისტს მიმართა:
ვარსკვლავის გახსნის ცერემონიაზე სამადლობელი სიტყვით გამოვიდა თავად დიჯეი ქალიდიც:
ეს რიგით 2719-ე ვარსკვლავია, რომელიც ჰოლივუდის დიდების ხეივანში გაიხსნა. ქალიდს ცერემონიაზე ღია ნარინჯისფერი კოსტიუმი და ფეხსაცმელი ეცვა. კამერების წინ კი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად პოზირებდა.
წარმოშობით პალესტინელმა დიჯეი ქალიდმა შემოქმედებითი კარიერა 1998 წელს დაიწყო. მან პოპულარობა სადებიუტო ალბომით Listennn… The Album მოიპოვა. ქალიდს ისეთ სუპერვარსკვლავებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: ქანიე ვესთი, რიანა, დრეიქი, ლილ უეინი, ჯენიფერ ლოპესი, ბიონსე, ჯასტინ ბიბერი და სხვები. დღეისთვის მაიამელი პროდიუსერის დისკოგრაფია 12 სტუდიურ ჩანაწერს აერთიანებს, მათ შორის სამი: Major Key, Grateful და Khaled Khaled ბილბორდის ალბომების ჩარტის სათავეში მოხვდა. მისმა 2019 წლის კომპოზიციამ Higher საუკეთესო რეპ შესრულების ნომინაციაში გრემის ჯილდო დაიმსახურა.