Post Malone-ის ახალი ალბომი, სავარაუდოდ, მაისში გამოვა

ფოტო: Eric Ryan Anderson/Billboard

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის, ოსტინ რიჩარდ პოსტის, იგივე Post Malone-ის რიგით მეოთხე სტუდიური ალბომი twelve carat toothache გაყიდვაში, სავარაუდოდ, მაისში ჩაეშვება. ამის შესახებ არტისტის ერთ-ერთი მენეჯერი, დრე ლონდონი სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე წერს.

“ფოსთ მელოუნის ალბომი მომავალ თვეში გამოვა”, – აღნიშნავს ის.

ცნობილია, რომ ალბომის ქრონომეტრაჟი 45 წუთს შეადგენს. მისი ერთ-ერთი სინგლი One Right Now, რომელშიც The Weeknd მონაწილეობს, შემსრულებელმა გასული წლის ნოემბერში გამოუშვა.

ბოლო ალბომი Hollywood’s Bleeding ფოსთ მელოუნმა 2019 წელს გამოსცა. ნამუშევარი Billboard 200-ის სათავეში მოხვდა. ამასთან, არტისტის 4 სიმღერა მოექცა ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში, მათ შორის სამი: Circles, Sunflower და Rockstar ჟურნალმა ჩარტის Hot 100 ყველა დროის ყველაზე საუკეთესო კომპოზიციებს შორის დაასახელა.

ოსტინ რიჩარდ პოსტმა მუსიკალური მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. ფსევდონიმი Post Malone მას რეპერის სახელის ონლაინ გენერატორმა შესთავაზა. არტისტისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა 2015 წლის ჰიტი White Iverson, რომელიც ბილბორდის ცხელ ასეულში მე-14 ადგილზე გავიდა. ამის შემდეგ მან გავლენიან ლეიბლ Republic Records-თან გააფორმა კონტრაქტი. 2016 წელს შემსრულებელმა სადებიუტო ალბომი Stoney გამოუშვა, რომელშიც ბრილიანტის სტატუსის მქონე სინგლი Congratulations შევიდა. ფოსთის მომდევნო ორმა სტუდიურმა ჩანაწერმა Beerbongs & Bentleys და Hollywood’s Bleeding ჩარტ Billboard 200-ში პირველი ადგილი დაიმსახურა. არტისტს დღემდე მსოფლიოში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მისი შემოქმედება პოპის, ჰიპ ჰოპის, არენბისა და თრეფის სინთეზია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Lizzo ახალ კომპოზიციას About Damn Time აანონსებს

შემდეგი სტატია

DJ Khaled-ს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი

ჯესიკა სიმპსონი სიფხიზლის მერვე წელს აღნიშნავს

„8 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, გავაკეთე არჩევანი, შემეხედა სიმართლისთვის, მეღიარებინა და გამეშვა ჩემი ცხოვრების თვითდამანგრეველი ნაწილები, რომელთაც თავად ვირჩევდი,” - წერს მომღერალი.
მეტი

დევიდ ბოლი, Soft Cell-ის თანადამფუძნებელი, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

გლორია ჯონსის Tainted Love-ის ქავერის შესრულებით მულტიინსტრუმენტალისტმა მუსიკოსმა ვოკალისტ მარკ ალმონდთან ერთად საერთაშორისო ჰიტი შექმნა.
მეტი