Anitta სამენოვან ალბომს Versions of Me ავრცელებს

ფოტო: Anitta

ბრაზილიელი მომღერალი ლარისა მაჩადო, ფსევდონიმით Anitta, ლეიბლ Warner Records-თან თანამშრომლობით ახალ სტუდიურ ალბომს Versions of Me აქვეყნებს. 15-ტრეკიანი სტუდიური ნამუშევარი მოიცავს რეპერ ქარდი ბისთან და მაიკ თაუერსთან ერთად ჩაწერილ სიმღერას Me Gusta, ალტერნატიულ პანკ ტრეკს Boys Don’t Cry, ასევე, კომპოზიციას Girl From Rio, რომელშიც გასემპლილია 1962 წლის ჰიტი Garota de Ipanema.

2019 წლის ალბომის Kisses მსგავსად, ანიტა ახალ სტუდიურ ჩანაწერშიც სამ ენაზე მღერის: ესპანურად, ინგლისურად და მშობლიურ პორტუგალიურად. 

“ჩემი დროის სამ ენაზე გაზიარება ბევრ მუშაობას მოითხოვს. მართალია, მე იმად ვრჩები, რაც ვარ, მაგრამ თხრობის სტილი ოდნავ იცვლება. ამიტომ ჩემი თავის ბევრი ვერსია მყავს”, – აღნიშნა მუსიკოსმა.

ქვემოთ გთავაზობთ ალბომში შესულ ხუთ კომპოზიციას Billboard-ის ლათინური მუსიკის კატეგორიის რედაქტორებისგან:

Envolver

ანიტას ახალი ალბომის გამხსნელი კომპოზიცია გამოსვლისთანავე Billboard Global-ის ჩარტის პირველ პოზიციაზე, ხოლო Hot Latin Songs-ის ტოპ ათეულში მოხვდა. ამასთან, ტრეკი პლატფორმა TikTok-ზე საცეკვაო ჩელენჯის წამოწყების საფუძველი გახდა.

Gata

რეგეტონ კომპოზიციაში მოწვეული არტისტის რანგში პუერტორიკოელი შემსრულებელი ჩენჩო კორლეონე მონაწილეობს. ტრეკში რეგეტონ დუეტის Plan B ნამუშევარი Guatauba არის გასემპლილი.

Versions of Me

ელექტროპოპ კომპოზიციას Boys Don’t Cry და აკუსტიკურ ბალადას Turn It Up შორის მოქცეული ალბომისვე სახელწოდების მქონე, სტუდიური ნამუშევრის ალბათ ყველაზე კომერციული სიმღერა კიდევ ერთხელ ადასტურებს ანიტას უნივერსალურობასა და სხვადასხვა ჟანრებში მუშაობის ქამელეონისებურ უნარს.

Ur Baby

რეგეტონ კომპოზიციაში მონაწილეობის მისაღებად ანიტამ ცნობილი ამერიკელი არტისტი Khalid მიიწვია. სიმღერა მოგვითხრობს ორი ადამიანის შესახებ, რომლებსაც ერთად ყოფნა სურთ, თუმცა, არ იციან, რას მოუტანს ეს მათ მომავალში. აღსანიშნავია, რომ ქალიდს წარსულში სხვა ლათინოამერიკელ მუსიკოსებთანაც უთანამშრომლია, მათ შორის კოლუმბიელ ჯეი ბალვინთან.

Faking Love

კომპოზიციაში მონაწილეობის მისაღებად ანიტამ ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტი Saweetie მოიწვია. ნამუშევრის ტექსტი აღწერს იმ ურთიერთობის დასრულებისგან მიღებულ კმაყოფილებას, რომელსაც ბედნიერება არ მოჰქონდა.

ანიტამ მუსიკალური მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მშობლიურ ბრაზილიაში პოპულარობა მას 2013 წელს კომპოზიციამ Show das Poderosas მოუტანა. ქვეყნის გარეთ წარმატებას კი ისეთ ცნობილ შემსრულებლებთან თანამშრომლობით მიაღწია, როგორებიც არიან: მადონა, Black Eyed Peas, იგი აზალია, Major Lazer, რიტა ორა  და სხვები. მომღერალს დღემდე ხუთი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

DJ Khaled-ს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

შემდეგი სტატია

Gangnam Style-ის ავტორი Psy აპრილის ბოლოს ახალი ალბომით დაბრუნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ „ინსომნიას“ ცოცხალი შესრულების ჩანაწერი წარადგინა

„ეს სიმღერა ჩემს პირად გამოცდილებას ეხება და ემოციურად გახსნილი არის. მისი ჩაწერა და გამოშვება ერთგვარი რისკი და დიდი პასუხისმგებლობა იყო.“
მეტი

ტეილორ სვიფტმა კონცერტის მსვლელობისას, სავარაუდოდ, კანიე უესტთან წარსულში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა

„საუბრის შეწყვეტის საუკეთესო მიზეზი ის შემთხვევაა, როცა ხალხი შენს სახელს სკანდირებს“ - მიმართა სვიფტმა მსმენელს მეხიკოში გამართული კონცერტის სცენიდან.
მეტი

ოლივია როდრიგოს თქმით, მისი ახალი ალბომი როკით არის შთაგონებული

ინტერვიუში როდრიგო ასევე შეეხო თავის სადებიუტო ალბომს Sour და აღნიშნა ნამუშევრის შექმნისას მისი უდიდეს მუსიკალურ ინსპირაცია - ტეილორ სვიფტი იყო.
მეტი

სასამართლოს დადგენილებით, სექსუალური ძალადობის საქმეზე მაიკლ ჯექსონის კუთვნილი კომპანიების წინააღმდეგ დავა გაგრძელდება

უეიდ რობსონმა და ჯეიმს სეიფჩაკმა სარჩელი ათი წლის წინ წარადგინეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჯექსონის კომპანიებს (MJJ Productions და MJJ Ventures) ვალდებულება ეკისრებოდათ, მომღერლის ძალადობისგან დაეცვათ.
მეტი

ბრიტნი სპირსი სემ ასგართან განქორწინებას გამოეხმაურა

არ ვაპირებ, ვინმეს რამე ავუხსნა, რადგან გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არავის საქმე არ არის!!!“ - წერს ბრიტნი სპირსი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მეტი