ნახეთ: ჯასტინ ბიბერი ახალ კომპოზიციას I Feel Funny ავრცელებს

ფოტო: Sami Drasin/Billboard

კანადელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინი ბიბერმა ახალი კომპოზიცია I Feel Funny და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. კლიპზე რეჟისორმა ქოულ ბენეთმა იმუშავა. 1:26-წამიან ვიზუალურ ნამუშევარში მაყურებელი არენბი შემსრულებელ დონ თოლივერს იხილავს.

“ჯასტინმა ეს მუსიკა მესენჯერით გამომიგზავნა, ვკითხე: გინდა, ვიდეო გადავიღოთ ამაზე? ჩარტში პირველ ადგილზე გავა-მეთქი. ვიხუმრეთ და დავივიწყეთ. რამდენიმე კვირის შემდეგ, საერთოდ სხვა კლიპზე ვმუშაობდით, რომელიც დღემდე ვერ დავასრულეთ. მის ავტობუსში მივედი და ვუთხარი, გახსოვს, სიმღერა რომ გამომიგზავნე? მოდი, მასზე ვიდეო ჩემი მობილურით გადავიღოთ-მეთქი”, – გაიხსენა ქოულ ბენეთმა.

აღსანიშნავია, რომ ახლახან ბიბერმა და დენიელ სიზარმა ფესტივალ “კოაჩელაზე” ჰიტი Peaches იმღერეს. მანამდე მათ ეს კომპოზიცია გრემის დაჯილდოებაზე კანადელ მუსიკოსთან, გივიონთან ერთად შეასრულეს. ტრეკი გამოსვლისთანავე ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოხვდა. წარმატება ხვდა წილად ჯასტინის კიდევ ერთ ნამუშევარს Stay, რომელიც მან ქიდ ლეროისთან ერთად ჩაწერა. სიმღერამ შვიდი კვირა ჰიტ-აღლუმის პირველ ადგილზე გაატარა, 13 კვირა კი მეორეზე.

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 150 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself, Sorry და Baby მოუტანა. არტისტმა გრემის ორი ჯილდოს მოპოვებაც მოახერხა. მომღერალს დღემდე 6 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული, ყველა მათგანი Billboard 200-ის ჩარტში პირველ პოზიციაზე გავიდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: რეპერი Future ახალი ალბომის გარეკანს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

დრეიქს ჰიტთან No Guidance დაკავშირებით ბრალდება მოუხსნეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი

პატი სმითი ტეილორ სვიფტის ახალ ალბომში მის შესახებ ტექსტს გამოეხმაურა

„შენ არ ხარ დილან თომასი, მე არ ვარ პატი სმითი, ეს არ არის „სასტუმრო ჩელსი”, ჩვენ თანამედროვე სულელები ვართ,” - ასე ჟღერს სიმღერის ტექსტის თარგმანი.
მეტი