დრეიქს ჰიტთან No Guidance დაკავშირებით ბრალდება მოუხსნეს

ფოტო: Republic Records

ამერიკელმა მუსიკოსებმა, ბრენდონ კუპერმა და ტიმოთი ვალენთაინმა გასულ წელს კრის ბრაუნი და დრეიქი ჰიტთან No Guidance დაკავშირებით საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულეს და სასამართლოში სარჩელიც შეიტანეს. თუმცა, ახლახან დრეიქს ბრალდება მოუხსნეს. ისინი ამჟამად მხოლოდ ბრაუნსა და Sony Music Entertainment-ს ედავებიან. უცნობია, მოურიგდა თუ არა მათ კანადელი რეპერი, თუ მომჩივანებმა დამარცხების შიშით მიიღეს ეს გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ დრეიქი კომპოზიციაში მხოლოდ მოწვეული არტისტის რანგში მონაწილეობს.

No Guidance კრის ბრაუნმა 2019 წლის 8 ივნისს გაავრცელა. ნამუშევარმა, რომელიც მის რიგით მეცხრე სტუდიურ ალბომში Indigo შედის, ბილბორდის ცხელ ასეულში 46 კვირა გაატარა. სიმღერა 62-ე გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო არენბი კომპოზიციის ნომინაციაზეც იყო წარდგენილი. 

2021 წლის აგვისტოში შეტანილ სარჩელში კუპერი და ვალენთაინი აცხადებენ, რომ No Guidance-ის შექმნისას კრის ბრაუნმა მათი 2016 წლის ნამუშევარი I Love Your Dress გამოიყენა, ასევე, მისამღერის ფრაზის “You got it” კოპირებაც მოახდინა.

მიმდინარე წლის იანვარში ბრაუნი და დრეიქი მოითხოვდნენ, რომ მოსამართლეს საქმე წარმოებაში არ მიეღო. მათი თქმით, არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რომ კუპერისა და ვალენთაინის ეს “გაურკვეველი” სიმღერა ოდესმე მოესმინათ. როგორც მომჩივანებმა უპასუხეს, დრეიქი და კრისი ამ განცხადებით ამბობენ, რომ ისინი ზედმეტად ცნობილები არიან იმისთვის, რომ არარაობებმა უჩივლონ.

“ეს არგუმენტი, რომ მოპასუხეები რატომღაც იმუნურები არიან საავტორო უფლებების დარღვევების მიმართ, რომლებსაც უცნობი მუსიკოსები ედავებიან, არის ეგოისტური და ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული. მიუხედავად მათი დიდებისა და სტატუსისა, ვალდებულები არიან, პასუხი აგონ საკუთარ დანაშაულზე”, – განაცხადეს კუპერმა და ვალენთაინმა.

კრის ბრაუნმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2005 წელს დაიწყო. გრემის მფლობელ შემსრულებელს მსოფლიოში 193 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არტისტი ფართო საზოგადოებამ მისი სადებიუტო სინგლით Run It! გაიცნო, რომელმაც ბილბორდის ცხელ ასეულში პირველ ადგილი დაიკავა. ამ მიღწევით ვირჯინიელმა შემსრულებელმა ვეტერანი რეპერის, ფი დიდის 1997 წლის წარმატება გაიმეორა. შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 9 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული, რომელთაგან სამი Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოხვდა.

კანადელმა დრეიქმა კი მუსიკალური მოღვაწეობა 2001 წელს დაიწყო. მისი კარიერული აღმასვლა ლეიბლს Young Money Entertainment უკავშირდება. 2010 წელს არტისტმა სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ჩანაწერი Thank Me Later გამოუშვა, რომელიც Billboard 200-ის სათავეში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ მის მიერ გამოშვებული ყველა ალბომი ხსენებულ ჩარტში პირველ პოზიციაზე გავიდა. ოთხი გრემის მფლობელ რეპერს მსოფლიოში 170 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. დრეიქი ლეიბლ OVO Sound-ის დამფუძნებელია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ჯასტინ ბიბერი ახალ კომპოზიციას I Feel Funny ავრცელებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონმა Radiohead-ის Exit Music (For a Film) იმღერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

50 Cent-ის თქმით, თანამედროვე რეპის შესაქმნელად მან თავისი „სულელური მხარე” უნდა გამოიყენოს

„ახლანდელ მუსიკას თუ გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ სისულელე უნდა გავაკეთო,” - პასუხობს რეპერი კითხვაზე, თუ რატომ აღარ ქმნის მუსიკას ისეთი სიხშირით, როგორც ადრე.
მეტი

A$AP Rocky 2024 წლის iHeartRadio Music Festival-ზე მონაწილეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ მიიღებს

„სამწუხაროდ ავად გავხდი და iHeartRadio Music Festival-ზე ვეღარ გამოვალ. ბოდიში ვუხდი ჩემს ფანებს და მადლობა iHeartRadio-ს, რომ ეს შესაძლებლობა მომცა,” - წერს რეპერი ინსტაგრამზე
მეტი

ქარდი ბი მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს პასუხობს: „სასამართლოში შევხვდებით”

„პრობლემა ის არის, რომ ადამიანებს ახლა თავის დაძვრენა სურთ, მაგრამ გააუთოვეთ თქვენი საუკეთესო კოსტიუმები, რადგან სასამართლოში შევხვდებით!!!!”
მეტი