ნახეთ: კელი კლარკსონმა Radiohead-ის Exit Music (For a Film) იმღერა

ფოტო: NBC/Getty Images

პოპ შემსრულებელმა, კელი კლარკსონმა ტელეკომპანია NBC-ის ეთერში, საავტორო გადაცემის The Kelly Clarkson Show მუსიკალურ ნაწილში Kellyoke, ცნობილი ბრიტანული ბენდის, Radiohead-ის კომპოზიცია Exit Music (For a Film) შეასრულა.

• ნახეთ: კელი კლარსკონმა სტივი ნიქსის Edge of Seventeen შეასრულა

Exit Music (For a Film) ინგლისური კოლექტივის 1997 წლის ალბომში OK Computer არის წარმოდგენილი, რომელიც გამოსვლისთანავე ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა. სტუდიურ ნამუშევარში ისეთი სინგლებია თავმოყრილი, როგორებიცაა: Paranoid Android, Lucky, No Surprises და Karma Police. აღსანიშნავია, რომ კლარკსონმა თავის შოუში ეს უკანასკნელიც დააქავერა.

კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. ამავე წელს გამოსული მისი კომპოზიცია A Moment Like This ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა და წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლის სტატუსი დაიმსახურა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დრეიქს ჰიტთან No Guidance დაკავშირებით ბრალდება მოუხსნეს

შემდეგი სტატია

მსახიობი კეიტ ჰადსონი მუსიკალურ ალბომზე მუშაობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი