ნახეთ: სემ სმიტი ახალ კომპოზიციას Love Me More ავრცელებს

ფოტო: Simone Joyner/WireImage

ცნობილი ინგლისელი მომღერალი, სემ სმიტი ახალ კომპოზიციას Love Me More და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს.

“ოდესმე გიგრძვნია, რომ ვიღაც სხვა ხარ? მიმხვდარხარ, რომ სარკეში ჩახედვა შენი ჯანმრთელობისთვის საზიანოა? ყოველდღიურად ვცდილობ, ჩემი თავი არ მძულდეს. ბოლო დროს ამით ჩემს თავს უფრო ნაკლებ ტკივილს ვაყენებ. ალბათ, ვსწავლობ, როგორ მიყვარდეს საკუთარი თავი”, – მღერის სმიტი.

ახალი ნამუშევრის პრესრელიზში მუსიკოსმა აღნიშნა:

“მე ეს სიმღერა დავწერე მათთვის, ვინც შინაგანად თავს განსხვავებულად გრძნობს, მათთვის, ვინც უნდა შეწყვიტოს საკუთარი თავისთვის ცუდი რაღაცების თქმა. დიდი ხნის განმავლობაში მეც ასე ვიქცეოდი, ნელ-ნელა ვისწავლე ის, თუ როგორ მოვექცე ჩემს თავს კარგად. ბოლო ორი წელი მუსიკა იმაზე მეტად იყო ჩემთვის თერაპია, ვიდრე ოდესმე. ასე რომ, ვიმედოვნებ, ეს კომპოზიცია თქვენი მეგობარი გახდება”.

Love Me More სმიტის პირველი ნამუშევარია 2020 წლის ოქტომბრის ალბომის Love Goes შემდეგ. სტუდიური ჩანაწერი Billboard 200-ის ჩარტში მაშინ მეხუთე ადგილზე გავიდა.

სემ სმიტმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. არტისტი ცნობილი 2012 წელს ბრიტანულ ელექტრონულ დუეტთან, Disclosure-თან ერთად ჩაწერილი სინგლით Latch გახდა. 4 გრემის მფლობელი მუსიკოსი კომპოზიციისთვის Writing’s on the Wall, რომელიც ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებული ფილმის Spectre მუსიკალური თემა იყო, ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელიც გახდა. არტისტის დისკოგრაფია სამ სტუდიურ ალბომს ითვლის. მას დღემდე მსოფლიოში 30 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: P. Diddy-სა და უიქენდის ტრეკი Beats by Dre-ს რეკლამაში

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: Psy ახალ ალბომს Psy 9th ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 3 – რიანა

მას შემდეგ, რაც თინეიჯერობის ასაკში ბარბადოსიდან აშშ-ში ჩავიდა, რიანამ სწრაფად შეძლო თავის დამკვიდრება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ჰიტმეიკერი, მომხიბლაობის სიმბოლო და ნოვატორი ფიგურა თანამედროვე პოპისტორიაში.
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 4 – დრეიკი

დრეიკი, რომელიც 2000-იან წლებში არც ისე დამაჯერებელი მემკვიდრეობიდან გამოჩნდა, რათა 2010-იანების უდიდესი რეპერი გამხდარიყო, საბოლოოდ ეპოქის უდიდეს პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი

გაიცანით Lisa-ს სამყარო

Blackpink-ის სხვა წევრების მსგავსად, Lisa-ს თავისი სუპერძალა აქვს და ახლა მას არა მხოლოდ სოლო კარიერის, არამედ წარმატების ახალი მოდელის შესაქმნელად იყენებს.
მეტი

All I Want for Christmas-ის საავტორო უფლებების საქმეს მოსამართლე, სავარაუდოდ, მერაია კერის სასარგებლოდ გადაწყვეტს

სარჩელში მისისიპელი არტისტი ვინს ვენსი ამტკიცებს, რომ კერის მთავარი საშობაო სიმღერა მისი 1989 წლის იმავე სახელწოდების კომპოზიციის საავტორო უფლებებს არღვევს.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 10 – ადელი

ადელი 2010-იანი წლების ყველაზე დიდი კომერციული ძალა იყო, რომელმაც დაამსხვრია ის მოლოდინები, რაც იმ ეპოქის პოპვარსკვლავებისგან გვქონდა.
მეტი