პრისცილა პრესლი: ელვისის როლის შემსრულებელს რთული დავალება ჰქონდა

ფოტო: Albert L. Ortega/Getty Images

ელვის პრესლის ყოფილი ცოლი, 76 წლის პრისცილა პრესლი მუსიკოსზე გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის Elvis დახურულ ჩვენებას დაესწრო. მან მოგვიანებით სოციალურ ქსელში რეჟისორი ბაზ ლურმანი შეაქო, რომლის ნამუშევარსაც მაისში კანის კინოფესტივალზე აჩვენებენ, 24 ივნისს კი სურათი კინოგაქირავებაში ჩაეშვება. პრისცილამ ფილმი ელვისის დიდი ხნის მეგობართან, ჯერი შილინგთან ერთად იხილა.

“ეს არის ისტორია ელვისისა და მისი მენეჯერის, კოლონელ პარკერის ურთიერთობის შესახებ. ასე ბრწყინვალედ და კრეატიულად ამ ამბის მოთხრობა მხოლოდ ბაზს შეეძლო თავისი უნიკალური ხედვის საშუალებით. ოსტინ ბატლერი კი, რომელიც ელვისის როლს ასრულებს, ნამდვილად გასაოცარია. ჩვენების განმავლობაში მე და ჯერი ერთმანეთს აღფრთოვანებული გადავხედავდით ხოლმე – ბრავო! მას რთული დავალება ჰქონდა შესასრულებელი. ვიცი, რომ ძალიან ნერვიულობდა”, – განაცხადა პრისცილამ.

ამის შემდეგ პრისცილამ ელვისის მენეჯერზე, კოლონელ ტომ პარკერზე ისაუბრა, რომელიც მსახიობმა ტომ ჰენკსმა განასახიერა.

“რა საოცარი პერსონაჟი იყო. კოლონელის ორივე მხარე კარგად იყო წარმოჩენილი… ყველამ ვიცით, რომ ამ ისტორიას ბედნიერი დასასრული არ აქვს. მაგრამ ვფიქრობ, ცოტა მეტს გაიგებთ ელვისის ცხოვრების შესახებ რეჟისორის დახმარებით, რომელმაც მთელი თავისი გული, სული და მრავალი საათი ჩადო ფილმზე მუშაობაში”, – აღნიშნა პრისცილამ.

ელვისი და პრისცილა ლას ვეგასში 1967 წელს დაქორწინდნენ. მომავალ წელს მათ გოგონა, ლიზა მარი პრესლი შეეძინათ. წყვილი 1973 წელს განქორწინდა.

კინოსტუდიამ Warner Bros. ფილმი გასულ კვირას ლას ვეგასში, კინოთეატრში CinemaCon აჩვენა, სადაც მუსიკოსის როლის შემსრულებელმა, ოსტინ ბატლერმა ფილმში მონაწილეობის შესახებ ისაუბრა.

“მთავარი იყო, რომ მეპოვა ელვისის ადამიანური მხარე. ის ხომ მათ შორისაა, ვინც ზეადამიანადაც კი ითვლება”, – აღნიშნა ბატლერმა მუსიკოსზე საუბრისას, რომელიც 1977 წელს 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ელვის პრესლი, 500 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით, მუსიკის ისტორიაში დღემდე ყველაზე გაყიდვად სოლო არტისტად რჩება. როკ-ენ-როლის მეფემ სიცოცხლეში 24 ალბომის ჩაწერა მოასწრო. მან 36 წლის ასაკში მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გრემის საპატიო ჯილდო Grammy Lifetime Achievement Award მიიღო. მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შემსრულებელს პოპულარობა ისეთმა სიმღერებმა მოუტანა, როგორებიცაა: Jailhouse Rock, Can’t Help Falling In Love, Always On My Mind და სხვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ოლივია როდრიგომ და ავრილ ლავინმა ჰიტი Complicated შეასრულეს

შემდეგი სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონმა თავის გადაცემაში სიმღერა Narcissist იმღერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლით ბედნიერია და როკში ქალების წვლილზე მიუთითებს

„გამარჯვება ერთისთვის ნიშნავს გამარჯვებას ყველასთვის,” - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Metallica - Allegiant Stadium-ში 2022 წლის 25 თებერვალი, ლას ვეგასი, ნევადა. გიტარისტი - კირკ ჰამმეტი, დრამერი - ლარს ულრიხი, ფრონტმენი - ჯეიმს ჰეტფილდი და ბასისტი - რობერტ ტრუჯილიო ფოტო: ეთან მილერი / Getty Images

Metallica-მ გულშემატკივრებზე ორიენტირებული დოკუმენტური ფილმის Metallica Saved My Life-ის პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოუშვა

ფილმი იმ გულშემატკივრებზეა ფოკუსირებული, ვისზეც ბენდმა ცხოვრებისეული გავლენა მოახდინა, რეჟისორი კი Metallica-ს დიდი ხნის მეგობარი იონას აკერულნდია.
მეტი
Arcade Fire ფოტო: დენი კლინჩი

Arcade Fire-მა ახალი ალბომი Pink Elephant დააანონსა და  ალბომის წამყვანი სინგლი Year of the Snake გამოსცა

გარდა მუსიკისა, ჯგუფმა სპეციალურად გულშემატკივრებისთვის ახალი აპლიკაცია შექმნა, რომელიც მათ უნიკალურ კონტენტს, ალბომის მასალებსა და ინტერაქციას სთავაზობს.
მეტი

Imagine Dragons მთვარიდან სიმღერის ტრანსლირების სიურრეალისტურ გამოცდილებაზე საუბრობს

ამ კვირას ჯგუფისა და ლოს-ანჯელესის კინოორკესტრის ერთობლივ კონცერტზე გადაღებული დოკუმენტური ფილმიც გამოვა.
მეტი