ნახეთ: კელი კლარკსონი ტონი ბრექსტონის ჰიტს Breathe Again ასრულებს

ფოტო: Chris Haston/NBC

პოპ შემსრულებელმა, კელი კლარკსონმა ტელეკომპანია NBC-ის ეთერში, საავტორო გადაცემის The Kelly Clarkson Show მუსიკალურ ნაწილში Kellyoke, ამერიკელი მომღერლის, ტონი ბრექსტონის 1990-იანი წლების ჰიტი Breathe Again შეასრულა. არტისტი კომპოზიციას ტრადიციულად თავისი ლაივ ბენდის Y’all თანხლებით მღეროდა.

ნახეთ: კელი კლარკსონმა თავის გადაცემაში სიმღერა Narcissist იმღერა

Breathe Again ბრექსტონმა 1993 წელს გამოუშვა. ნამუშევარმა ბილბორდის ცხელ ასეულში 35 კვირა გაატარა და ჩარტში მესამე ადგილს მიაღწია. 1995 წელს ტრეკმა ქალის მიერ საუკეთესო არენბი შესრულების ნომინაციაში გრემის ჯილდო დაიმსახურა.

2018 წელს ალბომის Sex & Cigarettes პრომოუშენის ფარგლებში ტონიმ გამოცემა Billboard-თან ინტერვიუში გაამხილა, რომ Breathe Again არის ჩანაწერი, რომლის შესრულებაც არასდროს მობეზრებია. მან ის რიანას 30-ე დაბადების დღის წვეულებაზეც იმღერა.

“ეს ჩემი საყვარელი კომპოზიციაა, რომლის სიმღერაც ნებისმიერ დროს შემიძლია. თუ გახურება მჭირდება; თუ მსურს, რომ ჩემი ვოკალური მონაცემებით ვინმე გავაოცო; თუ მინდა, რომ თავი კარგად ვიგრძნო გულგატეხილი ადამიანების ტკივილის მოშუშებით, ამ ნამუშევარს შევასრულებ. ეს “შანელის” კლასიკურ კაბას ჰგავს, რომელიც ყველაფერს უხდება”, – აღნიშნა ბრექსტონმა ინტერვიუში.

კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. ამავე წელს გამოსული მისი კომპოზიცია A Moment Like This ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა და წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლის სტატუსი დაიმსახურა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: შოუნ მენდესი Met Gala-ზე Tommy Hilfiger-ის სამოსში

შემდეგი სტატია

ნახეთ: ჯეკ ჰარლოუ მომავალი ალბომის ტრეკლისტს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი

ჯესიკა სიმპსონი სიფხიზლის მერვე წელს აღნიშნავს

„8 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, გავაკეთე არჩევანი, შემეხედა სიმართლისთვის, მეღიარებინა და გამეშვა ჩემი ცხოვრების თვითდამანგრეველი ნაწილები, რომელთაც თავად ვირჩევდი,” - წერს მომღერალი.
მეტი