ნახეთ: შოუნ მენდესი Met Gala-ზე Tommy Hilfiger-ის სამოსში

ფოტო: Jeff Kravitz/FilmMagic

ცნობილი კანადელი მომღერალი, შოუნ მენდესი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართულ წლის ყველაზე სანახაობრივ ღონისძიებას, Met Gala-ს დაესწრო. მუსიკოსმა საღამოს წითელ ხალიჩაზე “ტომი ჰილფიგერის” ლურჯ-შინდისფერი პალტოთი და აბრეშუმის კოსტიუმით გაიარა. სამოსს მან ლურჯივე მანიკიური შეუხამა.

ნახეთ: ალიშა ქისი Met Gala-ს დაესწრო

ფოტო: Jeff Kravitz/FilmMagic

წლევანდელი “მეთ გალას” ორგანიზატორები ლინ-მანუელ მირანდა, რეჯინა კინგი, ბლეიქ ლივლი და რაიან რეინოლდსი გახლდნენ. საღამოს თემად “ამერიკული მოდის ანთოლოგია” იყო დასახელებული, რაც ითვალისწინებდა გვიანი მე-19 საუკუნის სამოსის თანამედროვე ხედვით მორგებას.

შოუნ მენდესმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერამ Treat You Better მოუტანა. მომღერლის დისკოგრაფიაში შემავალი ოთხივე ალბომი Billboard 200-ის ჩარტის სათავეშია მოხვედრილი. შედეგად ის ყველაზე ახალგაზრდა მამაკაცი შემსრულებელია, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია. მენდესი გრემიზე სამჯერ იყო ნომინირებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ალიშა ქისი Met Gala-ს დაესწრო

შემდეგი სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონი ტონი ბრექსტონის ჰიტს Breathe Again ასრულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ