ბედ ბანი: Met Gala-ს შემდეგ იმავე კოსტიუმით სტუდიაში წავედი

ფოტო: Kevin Mazur/MG22/Getty Images

პუერტორიკოელი შემსრულებელი, ბედ ბანი თავის მომავალ, რიგით მეხუთე სტუდიურ ალბომზე Un Verano Sin Ti სასაუბროდ სატელევიზიო გადაცემას The View ესტუმრა. მანამდე, წინა საღამოს, მუსიკოსი ნიუ იორკში ღონისძიებას Met Gala დაესწრო, სადაც “ბარბერის” ნაჭრის პალტო ეცვა და პარიკი ეკეთა.

“გუშინ ღამეც ვმუშაობდი. როგორც იცით, ჩემი ალბომი პარასკევს გამოდის. “მეთ გალას” შემდეგ იმავე ფორმაში გამოწყობილი სტუდიაში წავედი. ხალხი გაკვირვებული მიყურებდა – შენ რა, ამ ვიზუალით უნდა ჩაწერო რეგეტონ სიმღერაო? ამ ალბომს ზაფხულის მუხტი აქვს. ემოციურია და განსაკუთრებულ შეგრძნებებს აღძრავს”, – აღნიშნა ბედ ბანიმ.

პოპულარული მუსიკოსის 23 ტრეკისგან შემდგარი ალბომი გაყიდვაში 6 მაისს ჩაეშვება. აღსანიშნავია, რომ მისი წინა, 2020 წლის ჩანაწერი El Ultimo Tour del Mundo პირველი სრულად ესპანურენოვანი ალბომი გახდა, რომელიც Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოექცა.

გადაცემაში სტუმრობისას, ბანიმ ასევე პუერტორიკოს მდიდარი მუსიკალური კულტურის შესახებ ისაუბრა.

“ჩვენ ძალიან ბევრი კარგი მუსიკოსი და მომღერალი გვყავს ყველა ჟანრში, სალსადან ბოლერომდე. ვფიქრობ, ეს აისახა ჩემს სულზეც. ვფიქრობ, როდესაც პირველად მოვუსმინე Vico C-სა და Tego Calderon-ს, მაშინ მივხვდი, რისი კეთება მსურდა დარჩენილი ცხოვრება. ბედნიერი ვარ, რომ ოცნება ამიხდა”, – განაცხადა ბედ ბანიმ.

ბენიტო მარტინეს ოკასიომ, ფსევდონიმით Bad Bunny, მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მან უკვე მოასწრო თანამშრომლობა ისეთ პოპულარულ არტისტებთან, როგორებიც არიან Cardi B, J Balvin, Daddy Yankee და სხვები. აღსანიშნავია, რომ ქარდი ბისთან და კოლუმბიელ ჯეი ბალვინთან ერთად 2018 წელს ჩაწერილი კომპოზიცია I Like It ბილბორდის ჩარტში პირველობას 12 კვირის განმავლობაში არ თმობდა. ბანის სტუდიურმა ნამუშევრებმა YHLQMDLG და El Último Tour Del Mundo სხვადასხვა წელს საუკეთესო ლათინური/ურბანული ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდოები დაიმსახურა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დოჟა ქეთი კარიერაში პირველად Billboard Artist 100-ის სათავეშია

შემდეგი სტატია

მუსიკოსები, რომლებსაც წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი

ჯესიკა სიმპსონი სიფხიზლის მერვე წელს აღნიშნავს

„8 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, გავაკეთე არჩევანი, შემეხედა სიმართლისთვის, მეღიარებინა და გამეშვა ჩემი ცხოვრების თვითდამანგრეველი ნაწილები, რომელთაც თავად ვირჩევდი,” - წერს მომღერალი.
მეტი