დოჟა ქეთი კარიერაში პირველად Billboard Artist 100-ის სათავეშია

ფოტო: Ramona Rosales/Billboard

პოპულარული ამერიკელი რეპერი და მომღერალი, დოჟა ქეთი მუსიკალური მოღვაწეობის განმავლობაში პირველად ჩარტის Billboard Artist 100 სათავეში მოხვდა, რაც 2021 წლის ალბომის Planet Her წარმატებამ და ცხელ ასეულში მისი 5 სინგლის ერთდროულად მოხვედრამ განაპირობა.

ამჟამად Billboard Hot 100-ში დოჟას ისეთ ჰიტებს ვხვდებით, როგორიცაა: Woman, Need to Know, You Right, Freaky Deaky და Get Into It (Yuh). რაც შეეხება სტუდიურ ჩანაწერს, ის ალბომების ჩარტში მე-6 პოზიციაზეა და უკვე 44-ე კვირაა, რაც ტოპ 25 ნამუშევარს შორისაა. 

აღსანიშნავია, რომ არტისტების ასეულში მეცხრე ადგილზე ვხვდებით რეპერ Pusha T-ს. მან ახლახან ალბომი It’s Almost Dry გამოუშვა, რომელიც Billboard 200-ის სათავეში მოექცა. 

არტისტების ასეულში 86-ე პოზიციაზე გავიდა ჯაზ პიანისტი ბილ ევანსი ორი ნამუშევრის: Inner Spirit: The 1979 Concert at the Teatro General San Martin, Buenos Aires და Morning Glory: The 1973 Concert at the Teatro Gran Rex, Buenos Aires დამსახურებით. 

ჩარტი Billboard Artist 100 ზომავს არტისტის აქტივობას მისი ალბომებისა და ტრეკების გაყიდვების, ასევე, რადიოში მისი ნამუშევრების გაშვების მოთხოვნებისა და სხვადასხვა პლატფორმაზე კომპოზიციების მოსმენების რაოდენობის მიხედვით. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფოსთ მელოუნი პირველ შვილს ელოდება

შემდეგი სტატია

ბედ ბანი: Met Gala-ს შემდეგ იმავე კოსტიუმით სტუდიაში წავედი

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი

ჯესიკა სიმპსონი სიფხიზლის მერვე წელს აღნიშნავს

„8 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, გავაკეთე არჩევანი, შემეხედა სიმართლისთვის, მეღიარებინა და გამეშვა ჩემი ცხოვრების თვითდამანგრეველი ნაწილები, რომელთაც თავად ვირჩევდი,” - წერს მომღერალი.
მეტი