ლილ უეინი: Missy Elliot ჩემი ფავორიტი რეპერია

ფოტო: Greg Chow/Shutterstock

ცნობილ ლუიზიანელ რეპერ ლილ უეინს Fox Sports-ის პოდკასტში What’s Wright? With Nick Wright სტუმრობისას სთხოვეს, ხუთი საუკეთესო ჰიპ ჰოპ არტისტი დაესახელებინა.

“ჩემთვის პირველ ადგილზე ყოველთვის Missy Elliot იქნება. მან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ყველაფერ იმაზე, რაც კი გამიკეთებია”, – აღნიშნა მუსიკოსმა.

დარჩენილ ოთხეულში კი უეინმა Jay-Z, Notorious B.I.G., Goodie Mob და UGK შეიყვანა. “მათ დონემდე ვერასდროს მივალ. ამ სიაში ჩემს თავს არასდროს ჩავსვამ”, – განაცხადა 5 გრემის მფლობელმა შემსრულებელმა.

საუკეთესო რეპერების ხუთეულის სათავეში დასახელებას მისი ელიოტი სოციალურ ქსელ ტვიტერზე მალევე გამოეხმაურა:

“როცა ლილ უეინი თავის ინტერვიუებში ჩემს სახელს ახსენებს ხოლმე, ტვიტერზე არ რჩება საკმარისი სივრცე ჩემი მადლიერების გამოსახატად, რადგანაც ის თვითონაა ლეგენდა, რომელმაც უამრავი ემსი შვა. თანაც ის კაცია, რომელიც მე მასახელებს შთაგონების წყაროდ. უეინ, მიყვარხარ. გულს მითბობს ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში მას არასდროს შეუკავებია თავი, რჩეულად ქალი დაესახელებინა, რისთვისაც სამუდამოდ მადლიერი ვარ”.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლილ უეინი მისი ელიოტს ფავორიტ რეპერად ასახელებს. 2020 წელს დიჯეი ქალიდის პოდკასტში The First One სტუმრობისას მან განაცხადა:

“მისი ელიოტი ჩემი რჩეული რეპერია. სწორედ მისი დამსახურებით ვქმნიდი მრავალფეროვან ჟღერადობას”.

დვეინ მაიკლ კარტერ უმცროსმა, სასცენო სახელით Lil Wayne, მუსიკალური მოღვაწეობა 1995 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Tha Block Is Hot 1999 წლის მიწურულს გამოვიდა. არტისტის ყველაზე წარმატებულ ჩანაწერად Tha Carter III ითვლება, რომლის მთავარი კომპოზიცია Lollipop 2008 წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლი გახდა. მუსიკოსის 2018 წლის ნამუშევარი Tha Carter V ჯერ კიდევ 2012 წელს დაანონსდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის Cash Money Records-თან და მის დამფუძნებელ ბერდმენთან კონფლიქტის გამო, ალბომმა დღის სინათლე მხოლოდ 2018 წელს, უეინის ლეიბლზე Young Money Records იხილა. ორი წლის შემდეგ ლუიზიანელმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო ალბომი Funeral ჩაუშვა. 5 გრემის მფლობელ შემსრულებელს მსოფლიოში 120 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Adele: ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ

შემდეგი სტატია

ნახეთ: BTS-ის წევრები ვარჯიშის წამახალისებელ ვიდეოს ავრცელებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

კანიე უესტს ყოფილმა თანამშრომლებმა დისკრიმინაციისა და შევიწროების ბრალდებით უჩივლეს

არასრულწლოვანი მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ მათ პორნოგრაფიულ მასალასთან შეხება უწევდათ.
მეტი