Adele: ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ

ფოტო: Mike Marsland/WireImage

ბრიტანელ პოპვარსკვლავ ადელს 34 წელი შეუსრულდა, რასაც თავად მუსიკოსმა სოციალურ ქსელ ტვიტერზე პოსტი მიუძღვნა.

“რა ცვლილებების მოხდენა შეუძლია ერთ წელიწადს. თუ დრო ჩემი ცხოვრების ნაოჭების მოშუშებასა და გაგლუვებას განაგრძობს, მაშინ ერთი სული მაქვს, როდის გავხდები 60-ის. ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. მადლობა ამდენი ცხოვრებისეული გაკვეთილისთვის. 34 წლის ვარ, რაც ძალიან მომწონს. მადლობა”, – დაწერა მუსიკოსმა ტვიტერზე და პოსტს თავისი ფოტოსურათებიც დაურთო.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მარტში ადელმა ქმართან, საიმონ კონეცკისთან განქორწინების პროცესი დაასრულა. მისგან შემსრულებელს ვაჟი, ენჯელო ჰყავს. ამავე წლის ოქტომბერში არტისტმა ახალი სინგლი Easy On Me, ნოემბერში კი სტუდიური ალბომი 30 გამოუშვა. ორივე ნამუშევარმა ბრიტანულ თუ ამერიკულ ჩარტებში პირველობა არავის დაუთმო.

ადელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. 2013 წელს ფილმისთვის Skyfall დაწერილი კომპოზიციისთვის მას ოსკარისა და ოქროს გლობუსი ჯილდოები გადაეცა. 15 გრემის მფლობელ მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 120 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არტისტს სულ ოთხი ალბომი აქვს გამოცემული, მათ შორის სამმა “21”, “25” და “30” ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. 2012 და 2016 წელს ჟურნალმა Time ის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის დაასახელა. პოპვარსკვლავს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Rolling in the Deep, Someone Like You და Hello მოუტანა, სამივე კომპოზიციაზე გადაღებულმა კლიპებმა იუთუბზე 2 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: ბედ ბანიმ ალბომი Un Verano Sin Ti გამოუშვა

შემდეგი სტატია

ლილ უეინი: Missy Elliot ჩემი ფავორიტი რეპერია

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი