კანადურმა ინდი როკ ბენდმა Arcade Fire რიგით მეექვსე ალბომი We გამოუშვა. ეს პირველი ნამუშევარია სტუდიური ჩანაწერის Everything Now შემდეგ, რომელიც კოლექტივმა 2017 წელს გაავრცელა.
ახალ ალბომში შედის სიმღერა The Lightning I, II., რომელიც ბენდმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ჯგუფის წინა ნამუშევრები The Suburbs, Reflektor და Everything Now ჩარტში Billboard 200 პირველ პოზიციაზე გავიდა, Neon Bible კი მეორეზე.
ამასთან, ახალხან ცნობილი გახდა, რომ კოლექტივის მრავალწლიანმა წევრმა, უილ ბათლერმა Arcade Fire დატოვა.
Arcade Fire ქალაქ მონრეალში 2001 წელს ჩამოყალიბდა. ბენდმა სადებიუტო ალბომი Funeral 2004 წელს გაავრცელა. კრიტიკოსები მას 2000-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევენ. კოლექტივს კომერციული წარმატება 2010 წელს გამოცემულმა რიგით მესამე ჩანაწერმა The Suburbs მოუტანა, რომელმაც საუკეთესო ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდოც მიიღო. ჯგუფის 6 სტუდიური ნამუშევრიდან სამი Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოხვდა.