მოუსმინეთ: ბედ ბანიმ ალბომი Un Verano Sin Ti გამოუშვა

ფოტო: Ramona Rosales/Billboard

ცნობილი პუერტორიკოელი შემსრულებელი, ბედ ბანი რიგით მეხუთე სტუდიურ ალბომს Un Verano Sin Ti ავრცელებს. 23-ტრეკიანი ჩანაწერი, რომელშიც 2019 წლის ჰიტი Callaita შევიდა, Tainy-სა და MAG-ის პროდიუსირებით შეიქმნა.

“კარიბული არომატების მიქსი, დემბოუ და მამბო, ელექტრონული საცეკვაო ბითები და, რა თქმა უნდა, პერეო – ეს ალბომი ზაფხულისთვის ჩაიწერა”, – აღნიშნა მუსიკოსმა გადაცემაში The View სტუმრობისას.

სტუდიური ნამუშევრის ფარგლებში ბედ ბანიმ ითანამშრომლა ჩენჩო კორლეონესთან, ტონი დაიზთან, როუ ალეხანდროსა და ჯაიკოსთან, ასევე დუეტებთან: The Marias და Buscabulla. მან აგრეთვე კომპოზიცია ჩაწერა კოლუმბიურ ჯგუფთან Bomba Estereo.

Un Verano Sin Ti პირველი ალბომია 2019 წლის El Ultimo Tour Del Mundo-ს შემდეგ. ეს უკანასკნელი ისტორიაში პირველი სრულად ესპანურენოვანი ალბომი გახდა, რომელიც Billboard 200-ის სათავეში მოექცა.

ბენიტო მარტინეს ოკასიომ, ფსევდონიმით Bad Bunny, მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მან უკვე მოასწრო თანამშრომლობა ისეთ პოპულარულ არტისტებთან, როგორებიც არიან Cardi B, J Balvin, Daddy Yankee და სხვები. აღსანიშნავია, რომ ქარდი ბისთან და კოლუმბიელ ჯეი ბალვინთან ერთად 2018 წელს ჩაწერილი კომპოზიცია I Like It ბილბორდის ჩარტში პირველობას 12 კვირის განმავლობაში არ თმობდა. ბანის სტუდიურმა ნამუშევრებმა YHLQMDLG და El Último Tour Del Mundo სხვადასხვა წელს საუკეთესო ლათინური/ურბანული ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდოები დაიმსახურა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: Arcade Fire ახალ ალბომს We ავრცელებს

შემდეგი სტატია

Adele: ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი