Future-ს ახალი ალბომის ყველა კომპოზიცია Billboard Hot 100-ში მოხვდა

ფოტო: Jamie McCarthy/GI

პოპულარული ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტის, Future-ს ახალი ალბომის I NEVER LIKED YOU ყველა ტრეკი ბილბორდის ცხელ ასეულში მოხვდა. თავად სტუდიური ჩანაწერი კი 222 000 მილიონი გაყიდული ეგზემპლარით Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა. 

ნახეთ: Future და Drake კლიპს Wait For U ავრცელებენ

ბილბორდის ჰიტ-აღლუმის ლიდერი პოზიცია ნამუშევარს Wait for U ერგო, რომელსაც Future კანადელ რეპერ დრეიქთან ერთად ასრულებს.

Future ცხელ ასეულში ამჟამად 18 კომპოზიციითაა წარმოდგენილი. ორი მათგანი ზემოხსენებულ ალბომში არ შედის.

No. 1 – “Wait for U” feat. Drake & Tems
No. 4 – “Puffin on Zootiez”
No. 8 – “712PM”
No. 10 – “I’m Dat N***a”
No. 11 – “I’m on One” feat. Drake
No. 12 – “Love You Better”
No. 15 – “Keep It Burnin” feat. Ye
No. 20 – “Massaging Me”
No. 24 – “For a Nut” feat. Gunna & Young Thug
No. 26 – “Chickens” feat. EST Gee
No. 29 – “Gold Stacks”
No. 39 – “Voodoo” feat. Kodak Black
No. 45 – “We Jus Wanna Get High”
No. 46 – “Holy Ghost”
No. 58 – “Back to the Basics”
No. 60 – “The Way Things Going”
No. 68 – “Pushin P” with Gunna & feat. Young Thug
No. 76 – “Me or Sum” with Nardo Wick & Lil Baby

რეპერი Future ბილბორდის ცხელ ასეულში, დღეის მონაცემებით, 149 ჩანაწერითაა მოხვედრილი. ის ჩარტის ისტორიაში მხოლოდ დრეიქს (262 კომპოზიცია), მიუზიკლს Glee (207), ლილ უეინს (180) და ტეილორ სვიფტს (166) ჩამორჩება. თუმცა, უსწრებს ქანიე ვესთს, რომელიც მეექვსე პოზიციას Billboard Hot 100-ში შესული 138 ტრეკით იკავებს.

ატლანტელმა ნეივადიუს უილბერნმა, ფსევდონიმით Future, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ის თრეფ მუსიკაში ვოკალური ეფექტებისა და მელოდიების გამოყენების პიონერად მიიჩნევა. გრემის მფლობელ შემსრულებელს დღემდე ცხრა სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული, მათ შორის შვიდი Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოხვდა. მას აგრეთვე არაერთი წარმატებული კოლაბორაციული ჩანაწერი აქვს გამოცემული. მუსიკოსი თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი წარმომადგენელია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Apple ოცი წლის შემდეგ iPod-ის წარმოებას წყვეტს

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: 8 წლის შემდეგ My Chemical Romance ახალ სიმღერას ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარის გამოსვლა ყველა დროის ყველაზე ყურებადი Halftime Show გახდა

შოუს 133.5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც როგორც თავად Super Bowl-ის, ასევე მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული Halftime Show-ს მაყურებელთა რაოდენობასაც აჭარბებს.
მეტი

სერენა უილიამსი ყველასთვის მოულოდნელად კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show-ზე გამოჩნდა

ფანების აზრით, Not Like Us-ის დროს ჩოგბურთის ლეგენდის გამოჩენა დრეიკისთვის კიდევ ერთი სილის გაწვნა იყო.
მეტი

კანიე უესტის თქმით, ბიანკა სენსორი მას აუტისტური სპექტრის დიაგნოზის დასმაში დაეხმარა

რეპერი ამბობს, რომ მისთვის მანამდე დასმული ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი არასწორი იყო.
მეტი