Apple ოცი წლის შემდეგ iPod-ის წარმოებას წყვეტს

Apple iPod Touch

კომპანია Apple ოცი წლის შემდეგ iPod-ის წარმოებას წყვეტს. განცხადების თანახმად, 2001 წელს გამოშვებული მუსიკალური ფლეიერი ხელმისაწვდომი მარაგების ამოწურვამდე დარჩება.

“აიპოდმა გავლენა მოახდინა არა მხოლოდ მუსიკის ინდუსტრიაზე, არამედ განსაზღვრა ის, თუ როგორ ხდება მუსიკის აღმოჩენა, მოსმენა და გაზიარება. ამ მოწყობილობის სული ცხოვრობს მის შემდგომ გამოსულ პროდუქტებში, როგორებიცაა: აიფონი, ეფლ ვოჩი, აიპედი და ჰოუმპოდ მინი – თითოეულ მათგანს აქვს მუსიკის სტრიმინგის ფუნქცია”, – განაცხადა “ეფლის” მსოფლიო მარკეტინგის უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა, გრეგ ჯოსვიაკმა.

პირველი აიპოდი 2001 წლის 23 ოქტომბერს ჩაეშვა გაყიდვაში. 184-გრამიანი მოწყობილობა 1000 სიმღერას იტევდა, მის ელემენტს კი 10 საათს შეეძლო მუშაობა. 2004 წელს 102-გრამიანი iPod Mini გამოვიდა, რასაც 2005 წელს iPod Nano, 2007-ში კი iPod Touch მოჰყვა. აიპოდ თაჩის უკანასკნელი მოდელი კომპანიამ 2019 წლის მაისში წარმოადგინა A10 Fusion მიკროპროცესორითა და 256 გიგაბაიტი მეხსიერებით.

აიფონის გამოშვებამდე აიპოდი “ეფლის” ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი გახლდათ. 2007 წლის აპრილში კომპანიამ განაცხადა, რომ უკვე 100 მილიონი აიპოდი ჰქონდა გაყიდული, 2011 წლის ივნისში კი ამ რიცხვმა 300 მილიონს გადააჭარბა. 2014 წელს “ეფლმა”, მოწყობილობის პოპულარობის შემცირების ფონზე, კვარტალური მოგების ანგარიშებში აიპოდის გაყიდვების მონაცემების შეტანა შეწყვიტა.

მარაგების ამოწურვამდე, აიპოდის შეძენა “ეფლის” ოფიციალურ ვებგვერდზე, მის მაღაზიებსა და ავტორიზებული რეალიზატორებისგან არის შესაძლებელი. ფასი 199 აშშ დოლარიდან იწყება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: BTS-ის კრებულში Proof დემო ჩანაწერებიც შევა

შემდეგი სტატია

Future-ს ახალი ალბომის ყველა კომპოზიცია Billboard Hot 100-ში მოხვდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The National- ფოტო: ჯოშ გოლმენი

The National-ის ჯგუფის წევრი ბრაის დესნერი ტეილორ სვიფტთან თანამშრომლობის შესახებ საუბრობს: “ჩვენ მისი დიდი გულშემატკივარნი ვართ”

The National - ტეილორ სვიფტთან ადრეც მუშაობდა, მისი ალბომის - Evermore-ის სიმღერაზე - Coney Island. ახალი თანამშრომლობით კი სიმღერა The Alcott - შეიქმნა.
მეტი
ირენ კარა

ფილმების Fame და Flashdance ვარსკვლავი ირენ კარა 63 წლის ასაკში გარდაიცვალა

„ის იყო კეთილი და ნიჭიერი ადამიანი, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ყოველთვის იცოცხლებს მუსიკასა და კინოში.“ - აღნიშნა ირენ კარას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.
მეტი