მოუსმინეთ: 8 წლის შემდეგ My Chemical Romance ახალ სიმღერას ავრცელებს

ფოტო: Devin Sarno for My Chemical Romance

ამერიკული როკ ბენდი My Chemical Romance რვაწლიანი პაუზის შემდეგ ახალ კომპოზიციას The Foundations of Decay ავრცელებს.

“შეხედე კაცს, რომელიც გორაზე დგას. ის ფიქრობს ყველა მოგებულ ბრძოლაზე. თუმცა, ბედმა მას სახეზე ნაწიბურები დაუტოვა იმ ყველა ზიანთან ერთად, რომელიც მას მიაყენეს”, – მღერის ჯგუფის ფრონტმენი, ჯერარდ ვეი.

აღსანიშნავია, რომ ბენდმა 2013 წელს დაშლის შესახებ განაცხადა და გამოსამშვიდობებელი სიმღერა Fake Your Death გამოუშვა, რომელიც მომავალ წელს გამოსულ ჰიტების კრებულში May Death Never Stop You შევიდა. კოლექტივის წევრებმა: ჯერარდ ვეიმ, რეი ტორომ, ფრენკ იერომ და მიკი ვეიმ მაშინ სოლო მოღვაწეობა არჩიეს. 

ჯერარდ ვეიმ My Chemical Romance ნიუ ჯერსიში 2001 წელს შექმნა. მომდევნო წელს არტისტმა ჯგუფთან ერთად პირველი ალბომი I Brought You My Bullets, You Brought Me Your Love გაავრცელა. 2013 წელს, 4 სტუდიური ჩანაწერის გამოცემის შემდეგ, კოლექტივმა დაშლის შესახებ განაცხადა. მას შემდეგ, 2019 წელს ბენდმა რამდენიმე ერთობლივი შოუ გამართა, რასაც ტურნე მოჰყვა ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და იაპონიაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Future-ს ახალი ალბომის ყველა კომპოზიცია Billboard Hot 100-ში მოხვდა

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: ქენდრიქ ლამარის ახალი ალბომი Mr. Morale & the Big Steppers

შეიძლება დაგაინტერესოთ

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი

Skazz-ის ახალი ალბომი Transit

Transit-ში შესული რვა კომპოზიცია თბილისის სხვადასხვა სივრცესა და მათთან დაკავშირებულ ისტორიებს აერთიანებს.
მეტი

რას ფიქრობენ მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე

Foreign Tongues-ის გამოსვლის შემდეგ ჯაგერი და რიჩარდსი „ბილბორდის” უახლესი გამოცემის გარეკანზე გამოჩნდნენ.
მეტი

„ზან-ზარი“ – ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი მთაწმინდის ამფითეატრში გაიმართება

25-26 ივლისს ფესტივალი ადგილობრივ არტისტებსა და მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას გააერთიანებს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი