ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, ფიბი ბრიჯერსი სიმღერის Sidelines ვიდეორგოლს ავრცელებს. კომპოზიცია პლატფორმა Hulu-ზე ახლახან დაწყებულ სერიალში Conversations With Friends გვხვდება, რომელიც ირლანდიელი მწერლის, სალი რუნის ამავე სახელწოდების ნოველას ეფუძნება. ეს პირველი ნამუშევარია, რომელიც ბრიჯერსმა 2020 წლის ალბომის Punisher გამოშვების შემდეგ გამოაქვეყნა. კლიპში სატელევიზიო შოუსა და ხმის ჩამწერ სტუდიაში მყოფი 27 წლის არტისტის კადრებია გამოყენებული.
კალიფორნიელი მუსიკოსი, ფიბი ბრიჯერსი სოლო კარიერის დაწყებამდე როკ ჯგუფში Sloppy Jane მოღვაწეობდა. 2017 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Stranger in the Alps გამოუშვა, რომელმაც კრიტიკოსების მხრიდან დადებითი შეფასებები მიიღო. მისმა მეორე სტუდიურმა ჩანაწერმა Punisher კი უკვე საყოველთაო აღიარება დაიმსახურა. გრემის ნომინანტი ფიბი აგრეთვე ჯგუფების boygenius და Better Oblivion Community Center წევრია.