Cardi B: ახალ ნამუშევრებს ტექნიკური შეფერხებების მოგვარების შემდეგ გამოვუშვებ

ფოტო: John Shearer/GI

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქარდი ბიმ სოციალურ ქსელ ტვიტერზე ფანებს უპასუხა, რომლებიც ახალი ალბომის დაგვიანების გამო საყვედურობდნენ.

“ძალიან ბევრი წუწუნებთ, რომ ახალს არაფერს ავრცელებსო. როცა გამოვუშვებ, გამოვუშვებ და მეტსაც ვილაპარაკებ ამ თემაზე. ახლა მკაფიოდ არაფრის თქმა შემიძლია. ჩემს ბოლო პროექტზე მქონდა ტექნიკური შეფერხებები. არა მხოლოდ ერთი, ორი, არამედ სამი პრობლემა. ესენი უნდა მომეგვარებინა. როდესაც ყველაფერი დალაგდება, ნამუშევარს გამოვუშვებ. კარგი? კარგი”, – განაცხადა რეპერმა ტვიტერზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერში.

ქარდის 2018 წლის სადებიუტო ალბომის Invasion of Privacy შემდეგ ჩანაწერი არ გაუვრცელებია. მისი ერთ-ერთი ბოლო სინგლი გახლდათ UP, რომელიც ბილბორდის ცხელ ასეულში პირველ ადგილზე გავიდა. მას შემდეგ რეპერმა ითანამშრომლა ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: ნორმანი, ლიზო, სამერ უოკერი, სიზა და ქეი ფლოქი.

ნიუ იორკელმა ბელქალის ალმანზარმა, ფსევდონიმით Cardi B, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. 2017 წელს მან ჰიტი Bodack Yellow გამოუშვა, რომელმაც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში ზედიზედ სამი კვირა დაჰყო. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის წამყვან პოზიციაზე გავიდა. სინგლი ბრილიანტის სტატუსის მფლობელიც გახდა, რამაც ქარდი ამ მიღწევის მქონე პირველ ქალ რეპერად აქცია. 2019 წელს მუსიკოსის სამმაგი პლატინის მფლობელმა სადებიუტო ჩანაწერმა Invasion Of Privacy გრემის დაჯილდოებაზე “წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის” კატეგორიაში გაიმარჯვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალმა სოლო არტისტმა აღნიშნული ნომინაცია მოიგო.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონმა Heartbreak Anthem იმღერა

შემდეგი სტატია

ბრიტნი სპირსი: ცხოვრებაში მძიმე პერიოდი მაქვს

შეიძლება დაგაინტერესოთ

40 წლის იუბილეზე დრეიკმა ბავშვობის ფოტოები გააზიარა: „ისეთს გიღებ, როგორიც ხარ“

დაბადების დღე რეპერმა საოჯახო ფოტოალბომების დათვალიერებითა და Backstreet Boys-თან ერთად შესრულებული დუეტით აღნიშნა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი

2020 წლის არჩევნების გამო, კანიე უესტის კარდაშიანების ოჯახთან კონფლიქტის სცენა, პროდიუსერის თქმით, Keeping Up with the Kardashians-ის ბოლო სეზონიდან ამოიღეს

ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინება 2021 წლის თებერვალში მოითხოვა.
მეტი

Tbilisi Hip Hop Fest-ის გზავნილი: „ჰიპ-ჰოპს წესდება არ აქვს, კოდექსი აქვს“

ფესტივალი აუდიტორიას საკუთარ გაიდლაინს სთავაზობს, რომელიც მუსიკასთან ერთად პატივისცემას, ავთენტურობას, თანასწორობასა და ერთობას მოიცავს.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი