კინოაკადემიამ ოსკარებზე ნომინანტების შერჩევის ახალი წესი დაამტკიცა

oscars

ამერიკის კინოაკადემიამ კატეგორიაში “საუკეთესო ორიგინალური სიმღერა” ნომინანტების შერჩევის განახლებული წესი მიიღო. თუ აქამდე თითო ფილმიდან 5 კომპოზიციის წარდგენა იყო დაშვებული, 2023 წლის დაჯილდოებისთვის ეს ციფრი სამამდე შემცირდება. 95-ე ოსკარების ცერემონია მომავალ წელს, 12 მარტს ტრადიციულად ჰოლივუდში, დოლბის თეატრში ჩატარდება.

ამასთან, კინოაკადემია ნამუშევრების მიღების ერთწლიან პრინციპს დაუბრუნდება. კერძოდ, 2023 წლის ღონისძიებაზე მხოლოდ იმ ფილმების წარდგენა იქნება შესაძლებელი, რომლებიც 2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში გამოვიდა. კორონავირუსის პანდემიის გამო წინა ორი დაჯილდოებისთვის კინოსურათები განსხვავებულ ვადებში შეირჩა.

აკადემიის მმართველმა საბჭომ აგრეთვე ორ ნომინაციას შეუსწორა სახელწოდება. კატეგორიას “დოკუმენტური” ამიერიდან “მხატვრული დოკუმენტური ფილმი” ეწოდება, ხოლო Documentary (short subject)-ს “მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტული ფილმი”.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადა ნომინაციებზე ამგვარად გადანაწილდა:

მხატვრული დოკუმენტური ფილმი – 3 ოქტომბერი, 2022
უცხოური მხატვრული ფილმი – 3 ოქტომბერი, 2022
ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმი – 14 ოქტომბერი, 2022
დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმი – 14 ოქტომბერი, 2022
მუსიკალური თემა – 1 ნოემბერი, 2022
ორიგინალური სიმღერა – 1 ნოემბერი, 2022
ანიმაციური მხატვრული ფილმი – 15 ნოემბერი, 2022
ძირითადი კატეგორიები – 15 ნოემბერი, 2022.
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონმა ჯონ ლეჯენდის In My Mind შეასრულა

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: ლიზო სიმღერის About Damn Time რემიქსს ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯო კოკერი, 1969 წლის 21 ნოემბერი. ჯეკ რობინსონი/ Hulton Archive/Getty Images

ჯო კოკერის ქვრივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ნომინაციასა და პოლ მაკარტნის მხარდამჭერ ღია წერილზე

„ჯო ყოველთვის ულოცავდა იმ ადამიანებს, ვინც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ხვდებოდნენ“ - ამბობს პემ კოკერი.
მეტი
კონან ო’ბრაიენი 97-ე ოსკარის დაჯილდოებაზე, Dolby Theatre-ის სცენაზე, 2025 წლის 2 მარტი, ჰოლივუდი, კალიფორნია. კევინ უინთერი/Getty Images

კონან ო’ბრაიენმა ოსკარებზე Drake-ის და კენდრიკ ლამარის დაპირისპირების შესახებ იხუმრა

ამ ციტატის შემდეგ ოსკარების წამყვანმა დაამატა: „არ ინერვიულოთ, ჩემი ადვოკატები ამისთვის მზად არიან!“
მეტი

მიკ ჯაგერმა, რომლის ოსკარზე გამოჩენაც სიურპრიზი იყო, საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციის გამარჯვებული – El Mal გამოავლინა

The Rolling Stones-ის სოლისტმა ბობ დილანის იმიტაციაც გააკეთა.
მეტი

კანიე უესტის თქმით, მან და მისმა მეუღლემ გრემის აჯობეს

„ჩემი ცოლი „გუგლში” ყველაზე ხშირად მოძებნილი ადამიანია დედამიწაზე,” - დაწერა რეპერმა ინსტაგრამის უკვე წაშლილ პოსტში.
მეტი