ნახეთ: კელი კლარკსონმა ჯონ ლეჯენდის In My Mind შეასრულა

ფოტო: We Are the Rhoads/Billboard

პოპ შემსრულებელმა, კელი კლარკსონმა ტელეკომპანია NBC-ის ეთერში, საავტორო გადაცემის The Kelly Clarkson Show მუსიკალურ ნაწილში Kellyoke, ამერიკელი მომღერლის, ჯონ ლეჯენდის კომპოზიცია In My Mind შეასრულა. 

• ნახეთ: კელი კლარკსონმა Heartbreak Anthem იმღერა

“სადღაც ჩემში არის სამყარო, რომელსაც მხოლოდ მე ვხედავ. ვცდილობ, თვალი გავუსწორო რეალობას, მაგრამ რაღაც მაკლია. როდესაც თვალებს ვხუჭავ, საკუთარ თავში ვიკარგები. გიპოვი, გეფიცები, რომ გიპოვი. გარეთ მუქი ლურჯი ცაა, მაგრამ მე თვალებს ვხუჭავ. გიპოვი, ვფიცავ, გიპოვი”, – მღერის კელი.

ლეჯენდმა ტრეკი 2021 წელს ბრაზილიელ მუსიკოს Alok-თან თანამშრომლობით გამოუშვა, რასაც მოჰყვა ქერი ანდერვუდთან ერთად ჩაწერილი Hallelujah.

კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. ამავე წელს გამოსული მისი კომპოზიცია A Moment Like This ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა და წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლის სტატუსი დაიმსახურა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნახეთ: ჯინი პროექტში The BTS Recipe ჩანჩი კუკსუს ამზადებს

შემდეგი სტატია

კინოაკადემიამ ოსკარებზე ნომინანტების შერჩევის ახალი წესი დაამტკიცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი