მოუსმინეთ: ლიზო სიმღერის About Damn Time რემიქსს ავრცელებს

ფოტო: AB+DM for Lizzo

ამერიკელი მუსიკოსი, ლიზო ახლახან გამოშვებული კომპოზიციის About Damn Time რემიქსს ავრცელებს, რომელზეც გერმანელ დიჯეი Purple Disco Machine-თან თანამშრომლობით იმუშავა. 

Lizzo-მ დაბადების დღეზე ინსტაგრამზე თაყვანისმცემლებს მიმართა

“როგორც კი მოვისმინე ეს სიმღერა, გავიფიქრე, რომ დიდი სიამოვნებით შევქმნიდი მის რემიქს ვერსიას. ძალიან მაგარია, მოისმინო ასეთი გასაოცარი თანამედროვე კომპოზიცია ისეთი მაღალი კლასის არტისტისგან, როგორიც ლიზოა”, – განაცხადა გერმანელმა პროდიუსერმა.

აღსანიშნავია, რომ კომპოზიცია About Damn Time თავდაპირველად ბილბორდის ცხელი ასეულის მე-60 ადგილზე გავიდა. მას შემდეგ კი, რაც TikTok-ის ვარსკვლავმა, ჯედენ გომეზმა ამ სიმღერაზე ცეკვის ვიდეო გამოაქვეყნა, ნამუშევარმა ჯერ მე-19, შემდეგ კი მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლა.

“ოფიციალურად ტოპ ათეულში ვართ. დღეს თუ გარეთ დამინახავთ, სასმელი ჩემზეა”, – დაწერა ლიზომ ინსტაგრამზე.

3 გრემის მფლობელმა ლიზომ მუსიკალური მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. დღეისთვის მის დისკოგრაფიაში 3 ალბომი, ორი EP და კოლაბორაციული ჩანაწერი ერთიანდება. შემსრულებლის ბოლო სტუდიური ნამუშევარი Cuz I Love You ჩარტ Billboard 200-ის ტოპ ხუთეულში მოხვდა. არტისტი ინდი ჰიპ ჰოპ ჯგუფების: The Chalice, Grrrl Prty, The Clerb, Ellypseas და Absynthe ერთ-ერთი დამაარსებელია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კინოაკადემიამ ოსკარებზე ნომინანტების შერჩევის ახალი წესი დაამტკიცა

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: Notorious B.I.G.-ის ახალი სინგლი G.O.A.T. გამოუშვეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი