მოუსმინეთ: ჰარი სტაილზი ახალ ალბომს Harry’s House ავრცელებს

ფოტო: Columbia Records

ალბომის დაანონსებიდან და ფესტივალ “კოაჩელას” ჰედლაინერობიდან ორი თვის შემდეგ, ინგლისელმა მომღერალმა ჰარი სტაილზმა რიგით მესამე სტუდიური ჩანაწერი Harry’s House ჩაუშვა გაყიდვაში. ნამუშევრის გამოშვებას წინ უძღოდა სიმღერის As It Was გავრცელება, რომელმაც ბილბორდის ცხელი ასეულის ლიდერ პოზიციაზე ზედიზედ სამი კვირა გაატარა.

ალბომის გამოცემამდე მუსიკოსმა ჩანაწერის სინგლები As It Was, Boyfriends, Late Night Talkin და Daylight დღის შოუში TODAY შეასრულა და გადაცემის წამყვანებთან ჩანაწერის შესახებ ისაუბრა.

“ეს არის ჩემი საყვარელი სიმღერების ერთგვარი კოლექცია და ძალიან ჰგავს ალბომს, რომლის შექმნაც ყოველთვის მსურდა. ამიტომაც ვარ ბედნიერი. ეს ჩემთვის ყველაზე პირადი და ინტიმური ჩანაწერია, რაზეც კი მიმუშავია. ცხადია, პანდემიამ მოახდინა გავლენა იმაზე, თუ როგორ შეიქმნა ის. ის პატარა ოთახში ცოტა ადამიანმა დაწერა”, – გაიხსენა ჰარიმ.

მომღერალს ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა ჰკითხა, რომელი კომპოზიცია იყო მისთვის ყველაზე რთული სამუშაო.

“Boyfriends. მისი ბევრი ვერსია გვქონდა შექმნილი და უნდა გადაგვეწყვიტა, რომელი იყო საუკეთესო ალბომში შესატანად. იყო გიტარის სხვადასხვა პარტიები და ვოკალური არანჟირებები”, – უპასუხა მუსიკოსმა.

მუსიკოსი ფართო საზოგადოებამ 2010 წელს ბოიბენდში One Direction მოღვაწეობით გაიცნო. 2017 წელს მან სადებიუტო სტუდიური ალბომი Harry Styles გამოუშვა, რომელსაც Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი ერგო. 2019 წელს იგივე შედეგი ჰარის მეორე ნამუშევარმა Fine Line გაიმეორა. 2021 წელს არტისტმა სიმღერით Watermelon Sugar გრემიზე საუკეთესო პოპ სოლო შესრულების ნომინაციაში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ სტაილზი პირველი მამაკაცია, რომელიც ჟურნალ Vogue-ის ყდაზე მარტო დაბეჭდეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: Notorious B.I.G.-ის ახალი სინგლი G.O.A.T. გამოუშვეს

შემდეგი სტატია

რიანასა და ეისეფ როქის შვილი შეეძინათ

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი