რიანასა და ეისეფ როქის შვილი შეეძინათ

სუპერვარსკვლავ წყვილს, რიანასა და ეისეფ როქის 13 მაისს პირველი შვილი, ვაჟი შეეძინათ. ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ახლახან გავრცელდა. სხვა დეტალები არ გახმაურებულა.

რირიმ ორსულობის შესახებ მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს განაცხადა, როდესაც მოზრდილი მუცლით ქალაქ ნიუ იორკის ქუჩებში გაისეირნა და ამის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა.

ბავშვის დაბადებას სოციალურ ქსელ ტვიტერზე მუსიკოსების თაყვანისმცემლები გამოეხმაურნენ და წყვილისთვის მილოცვები არ დაიშურეს. აღსანიშნავია, რომ რირის 2016 წლის შემდეგ ახალი ალბომი არ გამოუშვია. ფანები კი იმედოვნებენ, რომ შვილის შეძენა მას მუსიკის შექმნას შთააგონებს.

“ვულოცავ რიანასა და ეისეფ როკის. ღმერთმა დალოცოს ისინი”.

“რიანას შვილი, რომელმაც უკვე იცის, რომ მისთვის ცხოვრება მშვენიერია”.

“სამსახურში ვიტირე, როდესაც გავიგე, რომ რირის შვილი შეეძინა”.

“რიანა და თავისი შვილი”.

“რიანა უკვე დედაა”.

“რიანას ოცნება ასრულდა, როდესაც სამყაროს მისი ვაჟი მოევლინა. ძალიან მიყვარს ის ამის გამო”.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: ჰარი სტაილზი ახალ ალბომს Harry’s House ავრცელებს

შემდეგი სტატია

BTS-ის ჯონგუქი: ფანებთან ურთიერთობა მაბედნიერებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The National- ფოტო: ჯოშ გოლმენი

The National-ის ჯგუფის წევრი ბრაის დესნერი ტეილორ სვიფტთან თანამშრომლობის შესახებ საუბრობს: “ჩვენ მისი დიდი გულშემატკივარნი ვართ”

The National - ტეილორ სვიფტთან ადრეც მუშაობდა, მისი ალბომის - Evermore-ის სიმღერაზე - Coney Island. ახალი თანამშრომლობით კი სიმღერა The Alcott - შეიქმნა.
მეტი
ირენ კარა

ფილმების Fame და Flashdance ვარსკვლავი ირენ კარა 63 წლის ასაკში გარდაიცვალა

„ის იყო კეთილი და ნიჭიერი ადამიანი, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ყოველთვის იცოცხლებს მუსიკასა და კინოში.“ - აღნიშნა ირენ კარას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.
მეტი