მადონას Instagram-მა ლაივ ვიდეოების გაშვება აუკრძალა

ფოტო: Theo Wargo/GI for MTV/ViacomCBS

პოპმუსიკოს მადონას სოციალურ ქსელ ინსტაგრამმა თავის პლატფორმაზე ლაივ ვიდეოების გაშვება დროებით აუკრძალა. არტისტმა მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ხსენებული ფუნქციის გამოყენებას ცდილობს, შედეგად კი ეკრანზე ჩნდება შეტყობინება: “ლაივ ვიდეოების ჩართვა დროებით დაბლოკილია”.

გავრცელებულ პოსტში მადონას ინსტაგრამის წესდებას უკითხავენ: “პირდაპირი ჩართვები აგეკრძალათ, რადგანაც თქვენ მიერ გამოქვეყნებული პოსტები შეუთავსებელი იყო პლატფორმის მითითებებთან. ჩვენ გვინდა, რომ ინსტაგრამი იყოს გამოხატვისთვის უსაფრთხო ადგილი. განათავსეთ ფოტოები და ვიდეოები და ყოველთვის დაიცავით წესები. პატივი ეცით ყველას ინსტაგრამზე, არ დასპამოთ ხალხი და არ გამოაქვეყნოთ შიშველი სურათები”.
“რა ჯანდაბა ხდება? ამდენი ტანსაცმელი არასდროს მცმია ცხოვრებაში. უკომენტაროდ”, – აღნიშნა მადონამ პასუხად.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Madonna (@madonna)

უცნობია, კონკრეტულად რა წესი დაარღვია მადონამ, თუმცა, შეზღუდვა დაემთხვა მომღერლის მიერ 1998 წლის სინგლის Frozen განახლებული ვერსიის გამოშვებას, რომელზეც მან მუსიკოს Sickick-თან ერთად იმუშავა.

63 წლის მადონამ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში თავისი ნამუშევრებითა თუ ჩაცმულობით წარმატებით ანგრევდა საზოგადოებაში არსებულ ჩარჩოებს, ბოლო პერიოდში Frozen-ის რამდენიმე ვერსია გამოუშვა, მათ შორის ნიუ ჯერსელ მუსიკოს 070 Shake-თან და Fireboy DML-თან თანამშრომლობით ჩაწერილი.

შვიდი გრემისა და ორი ოქროს გლობუსის მფლობელი მადონა ლუიზა ჩიკონე, 300 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით, მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ქალი მუსიკოსია. მრავალი ჰიტის ავტორი დღესაც თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება. მომღერლის 50 კომპოზიცია ბილბორდის Dance Club Songs-ის ჩარტის სათავეშია მოხვედრილი, შედეგად ის ერთადერთი არტისტია, რომელმაც ამ რაოდენობის ნამუშევრით რომელიმე ჩარტში პირველი ადგილის დაკავება შეძლო. ამასთან, მადონა ერთადერთი ქალი მუსიკოსია, რომლის 38 სიმღერაც Billboard Hot 100-ის ტოპ ათეულში მოხვდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

BTS-ის არემი: ჩემში ბევრი პერსონაა

შემდეგი სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონი ჯონი მიტჩელის ჰიტს River ასრულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი

პატი სმითი ტეილორ სვიფტის ახალ ალბომში მის შესახებ ტექსტს გამოეხმაურა

„შენ არ ხარ დილან თომასი, მე არ ვარ პატი სმითი, ეს არ არის „სასტუმრო ჩელსი”, ჩვენ თანამედროვე სულელები ვართ,” - ასე ჟღერს სიმღერის ტექსტის თარგმანი.
მეტი