BTS-ის არემი: ჩემში ბევრი პერსონაა

ფოტო: BIGHIT MUSIC

ცნობილი სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის ახალი კრებულის Proof გამოშვებამდე წამზომი ჩართულია. ის გაყიდვაში მიმდინარე წლის 10 ივნისს ჩაეშვება. ნამუშევრის გამოცემამდე კოლექტივის წევრებმა პერსონალური აუდიოჩანაწერები გაავრცელეს. არემმა ალბომში ორი კომპოზიციის Intro: Persona და Stay შეტანაზე ისაუბრა.

BTS-ის ჯონგუქი: ფანებთან ურთიერთობა მაბედნიერებს

“ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, თუ ეს ორი სიმღერა კრებულში შევიდოდა. Intro: Persona იწყება სიტყვებით: “ვინ ვარ მე?” ეს კითხვა ჯერ კიდევ ჩვენი დებიუტიდან მაწუხებს. ჩემში ბევრი პერსონაა – ადამიანი კიმ ნამჯუნი, ოჯახის წევრი და მეგობარი კიმ ნამჯუნი, შემდეგ არემი, რომელიც მუსიკას ქმნის. ეს მძიმე ტვირთია და ზოგჯერ საკუთარ თავს ვეკითხები, როგორი ვარ სინამდვილეში? შემდეგ აღმოვაჩენ ხოლმე, რომ ჩემში ყველა ეს პერსონა მონაცვლეობს”, – აღნიშნა არემმა.

Proof, რომელიც სამ კომპაქტ დისკს მოიცავს, ბოიბენდის ცხრა წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცემა. მასში შევა, როგორც ნაცნობი, ისე აქამდე გამოუქვეყნებელი და ახალი ნამუშევრები, მათ შორის სინგლი Yet to Come.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს “ბითიესი” ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. კოლექტივს დღემდე 9 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ბენდი მათ იაპონურ ენაზეც უშვებს. ბიჭებს ისეთ ვარსკვლავებთან უთანამშრომლიათ, როგორებიც არიან: Halsey, Megan Thee Stallion, Coldplay და სხვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: Japanese Breakfast-მა შოუში SNL სადებიუტო პერფორმანსი გამართა

შემდეგი სტატია

მადონას Instagram-მა ლაივ ვიდეოების გაშვება აუკრძალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი