დემი ლოვატო: ჩემი ახალი ალბომი კარგად წარმომაჩენს

ფოტო: Amy Sussman/GI for KLUTCH Sports Group

გასულ კვირას ამერიკელი პოპ მომღერლის, დემი ლოვატოს თაყვანისმცემლებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომლის თანახმადაც მუსიკოსის მომავალი, რიგით მერვე ალბომის პირველი სინგლი Skin of My Teeth იქნებოდა, წყაროდ კი “the streets” დაასახელეს. “რა ქუჩა?”, – იკითხა სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

“ჩემი ქუჩა”, – მიუგო ლოვატომ მას ტვიტერზე.

მომღერალმა ტვიტერის პოსტის სქრინშოთი ინსტაგრამზეც გააზიარა, თუმცა, სინგლის გავრცელების თარიღი არ გაუსაჯაროებია. 29 წლის შემსრულებელმა აპრილში აღნიშნა, რომ მომავალი ალბომი მის პერსონალურ აღმასვლებსა და დაღმასვლებზე მოგვითხრობს.

“ჩემი ახალი ალბომის მოსმენისას ცრემლებს ვერ ვიკავებ, იმიტომ, რომ მისით ვამაყობ. ჯერჯერობით ის ჩემი საუკეთესო ნამუშევარია და კარგად წარმოაჩენს ყველაფერს, სად დავიწყე და სად ვარ ახლა”, – განაცხადა არტისტმა ინსტაგრამზე.
ლოვატომ მიმდინარე წლის იანვარში განაცხადა, რომ მისი მომავალი სტუდიური ჩანაწერი პანკისა და როკის ელემენტებს მოიცავდა. 

დემი ლოვატომ მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2009 წელს გამოშვებულ რიგით მეორე სტუდიურ ალბომს Here We Go Again უკავშირდება, რომელიც Billboard 200-ის ჩარტის პირველ პოზიციაზე გავიდა და გაყიდვების ლიდერი გახდა. განსაკუთრებული პოპულარობა არტისტს სიმღერებმა Cool for the Summer, Sorry Not Sorry და Confident მოუტანა. დემის ამერიკის შეერთებულ შტატებში 24 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტრევის სკოტს Rolling Loud-ზე ჭყლეტის გამოწვევაში ადანაშაულებენ

შემდეგი სტატია

BTS-ის ჯეი ჰოუპი: ჩემი ყველა მხარე ფანებისთვის მისაღებია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი