ქრისტინა აგილერა ახალ EP-ის აანონსებს

ფოტო: Zoe Rain for Christina Aguilera

ესპანურენოვანი სტუდიური ჩანაწერის La Fuerza გამოშვებიდან ოთხი თვის შემდეგ, ამერიკელი მომღერალი ქრისტინა აგილერა ნამუშევრის მეორე ნაწილს და სინგლს Sueltame აანონსებს, რომელსაც არგენტინელ პოპმუსიკოს თინისთან ერთად ასრულებს.

“მინდა, ლოს ანჯელესის პრაიდზე ვინმე განსაკუთრებულთან ერთად გავფრინდე. მოინიშნეთ ჩემი ახალი EP სახელად La Tormenta და სინგლი Sueltame, რათა მოიგოთ შანსი, რომ ჩემთან ერთად აღნიშნოთ ეს დღე”, – წერს აგილერა და თინისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ მომღერალი LA Pride Festival-ში იღებს მონაწილეობას. იღბლიან თაყვანისმცემელს კი შესაძლებლობას აძლევს, ლოს ანჯელესში მასთან ერთად გაფრინდეს.

იანვარში გამოცემული La Fuerza ექვსი ტრეკისგან შედგება. ეს პირველი ესპანურენოვანი ჩანაწერია 20 წლის წინანდელი Mi Reflejo-ს შემდეგ, რომელმაც მუსიკოსს ბილბორდის ლათინური ალბომების ჩარტში 2000 წელს პირველი ადგილი მოუტანა.

“ეს არის პროექტი, რომლის გაგრძელებაც დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა და მიხარია, რომ ეს ახლა ხდება, მოწიფულ ასაკში. ვარ დედა, დამიგროვდა დიდი მუსიკალური გამოცდილება, მაქვს მრავალფეროვანი ხედვები და მისწრაფებები. ასე რომ, ჩანაწერზე ბევრად ღრმა პერსპექტივიდან ვმუშაობ”, – განუცხადა ეკვადორელ-ამერიკელმა მომღერალმა ჟურნალ “ბილბორდს”.

ქრისტინა აგილერამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მან 75 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის პრესტიჟული ჯილდო 5-ჯერ აქვს მოპოვებული. მას ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს. შემსრულებლის დისკოგრაფია 8 სტუდიურ ალბომს ითვლის, რომელთაგან ექვსი Billboard 200-ის ჩარტის ათეულშია მოხვედრილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

“პეპსი” Super Bowl-ის სპონსორი აღარ იქნება

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: ედ შირანი ალბომის “=” ალტერნატიულ ვერსიას ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი