მოუსმინეთ: ედ შირანი ალბომის “=” ალტერნატიულ ვერსიას ავრცელებს

ფოტო: Dimitrios Kambouris/GI

ბრიტანელმა მომღერალმა, ედ შრანმა თავისი ბოლო ალბომის “=” გაფართოებული ვერსია Tour Edition გამოუშვა, რომელშიც 24 კომპოზიცია არის წარმოდგენილი. მასში ორი აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა One Life და Penguins, ასევე, ამდენივე ახალი ნამუშევარი I Will Remember You და Welcome to the World შედის.

ალტერნატიული ვერსია აგრეთვე მოიცავს ტეილორ სვიფტთან ერთად ჩაწერილ ტრეკს The Joker And The Queen, როკ ჯგუფ Bring Me to the Horizon-თან ერთად შექმნილ Bad Habits-ს და ავსტრალიელ მომღერალ Budjerah-ისა და მის ერთობლივ კომპოზიციას 2step.

ალბომი “=” ედ შირანმა 2021 წლის ოქტომბერში გამოუშვა. ნამუშევარი ნოემბერში Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ მომღერალი ამჟამად ჩანაწერის მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში დიდ ბრიტანეთში მართავს კონცერტებს, რის შემდეგაც ევროპის სხვა ქვეყნებში გადაინაცვლებს.

ედ შირანმა კი მუსიკალური მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო და მას შემდეგ ხუთი სტუდიური ალბომი გამოუშვა. კარიერის განმავლობაში მან 150 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს კომპოზიციების Shape Of You და Thinking Out Loud დამსახურებით გრემის პრესტიჟული ჯილდო 4-ჯერ აქვს მოპოვებული. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქრისტინა აგილერა ახალ EP-ის აანონსებს

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: SEVENTEEN ახალ ალბომს და კლიპს ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი